სტაჟირება 

 საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრი თანამშრომლობის მემურანდუმების საფუძველზე უზრუნველყოფს სტუდენტთა სტაჟირებას მთელ რიგ სახელმწიფო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები აქტიურად არიან ჩაბმულები სხვადასხვა ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკის შესწავალში. საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრი სტუდენტებს უზრუნველყოფს სტაჟირების გრძელვადიანი და მოკლევადიანი კურსებით. მაგისტრანტებს ეძლევათ შესაძლებლობა სხვადსხვა დისციპლინებში მიღებული თეორიული ცოდნა გააღმავონ და გაამდიდრონ პრაქტიკული გამოცდილებით.

 
სხვადასხვა პროგრამების მაგისტრანტები და ბაკალავრები ცოდნას იღრმავენ და გადიან სტაჟირებებს, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე კერძო კომპანიებში და საერთაშორისო დონის ორგანიზაციებში
კერძოდ, საქართველოს პარლამენტი;  პრეზიდენტის ადმინისტრაცია; საქართველოს მთავრობის კანცელარია; კონტროლის პალატა; საჯარო სამსახურის ბიურო; ქალაქ თბილისის მერია; ასევე გაეროს განვითარების პროგრამა; გერმანულ-ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება; ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და სხვა.

 

სტაჟირება ენერგო-ეფექტურობის ცენტრში

საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის ორმა სტუდენტმა, საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრის ხელშეწყობით, გაირა 3 თვიანი სტაჟირება ენერგოეფექტურობის ცენტრში. სტაჟირების პერიოდში სტუდენტები გაეცნენ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმას და მასში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, ენერგო პოლიტიკის მიმართულებით. მათ იმუშავეს სხვადასხვა დოკუმენტებზე და გააკთეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სამოქმედო გეგმისა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის შედარებითი ანალიზი.

 სტაჟირება კულტურის სამინისტროში
 
საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრის წევრებმა, განათლების და კულტურის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის 3 სტუდენტმა, 3 თვიანი სტაჟირების კურსი გაირა საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტში. სტაჟირების პერიოდში სტუდენტები გაეცნენ საქართველოს კანონმდებლობას კულტურის მიმართულებით, სამინისტროს სტრუქტურასა და საქმიანობას. სტუდენტებმა მონიტორინგის სამმართველოსთან ერთად,  მოინახულეს კულტურული ძეგლები და შეამოწმეს სხვადასხვა არქიტექტურული ძეგლების ტექნიკური მხარე. 
 

 სტაჟირება გაეროში
 
საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრის ორმა, წევრმა წარმატებულად გაირა სტაჟირების კურსი, გაეროს განვითარების პროექტის ფარგლებში. სტუდენტები აქტიურად ჩაერთვენ დემოკრატიული მმართველობის პროგრამის, ეკონოპმიკური განვითარების და სიღარიბის დაძლევის პროგრამებში. ისინი გაეცნენ გაეროს მიერ დაგეგმილ რეფორმებს და განსახორციელებელ პროექტებს. იმუშავეს სხვადასხვა პროექტების დახვეწაზე და ახალი იდეების განვითარებაზე. საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტში მიღებული თეორული ცოდნა დაეხმარათ მათ პრაქტიკული სამუშაოების განხორციელებაში.
ამჟამად,  გაეროს წარმომადგენელ პიტერ ვან რუისველდტთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ სხვადასხვა პროგრამების სტუდენტები გაივლიან სტაჟირება გაეროში და მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროექტების ფარგლებში და ჩერთვებიან იქ არსებული დეპარტამენტების საქმიანობაში.
 

”დემოკრატიის საწყისები”
 
2006 წლის ივლისში ქ. ბორჯომში საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ორგანიზატორობითა და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP დაფინანსებით მოეწყო საზაფხულო შემეცნებითი ბანაკი სახელწოდებით
დემოკრატიული საწყისები”.
ბანაკში მონაწილეობდნენ:
1) სამცხე ჯავახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის, ასევე, ადიგენის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, ასპინძის ადგილობრივი გამგეობების აპარატების თანამშრომლები - 20 მონაწილე.
2) საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტ-მაგისტრანტები -13 მონაწილე.
ბანაკი გაიყო ორ მიზნობრივ ჯგუფად.
პროექტის მიზანია სამცხე ჯავახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის, ასევე, ადიგენის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, ასპინძის ადგილობრივი გამგეობების აპარატების თანამშრომლების გათვიცნობიერება თვითმმართველობის ახალ სისტემაში და მათი მომზადება ადგილობრივი არჩევნებისათვის, საჭირო, აქტუალური ინფორმაციისა და ცოდნის მიწოდების საფუძველზე მათი და სტუდენტი ახალგაზრდობის აქტიური ჩართვა დეცენტრალიზაციის რეფორმის ეფექტურ განხორციელებაში;
მიზნობრივმა ჯგუფებმა მიიღეს კვალიფიციური ცოდნა და შეიძინეს პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევები. ისინი გათვითცნობიერდნენ იმ საკვანძო საკითხებში, რომლებიც მათი ყოველდღიური საქმიანობის მიმართულებას წარმოადგენს. შეიძინეს სოციალური და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები.
ბანაკის მსვლელობის პერიოდში განხორციელდა სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებები
  • ინტელექტუალური კონკურსი
  • სპორტული შეჯიბრი
  • შემოქმედებითი გასვლა, ვარძიაში, ტიმოთესუბანში


ჩვენი სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ ცოდნასაც იძენენ

ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო პოლიტიკის 6 მაგისტრანტი გადის ორთვიან საზაფხულო სტაჟირებასა და პრაქტიკას პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვადასხვა განყოფილებებში:

• საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

• სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისა და იურიდიულ საკითხთა სამსახური

• სასამართლოსთან ურთიერთობის სამსახური

• ანალიტიკური ჯგუფი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში

• ანალიტიკური ჯგუფი რეგიონალურ საკითხებში მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები კი თავისი მომავალი პროფესიის პრაქტიკულ უნარებს გაზეთ “24 საათში” და ახალი ამბების სააგენტო “პრაიმ-ნიუს ბიზნესში” ეუფლებოდნენ. მათი გარკევული ნაწილი ამ ორგანიზაციების თანამშრომლები არიან. სტუდენტები წარმატებით ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.


აწყურის არქეოლოგიური გათხრები
 
საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტმა და კულტურის სამინისტრომ დააფინანსეს კულტურული ძეგლების საინფორმაციო სისტემის პროექტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა არქეოლოგიური გათხრები ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში.
პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტთა ჩართვას მსგავს ღონისძიებებში.
სსმუ-ს 40 სტუდენტი, სოფელ აწყურში, მიმდინარე წლის 1-დან 25 აგვისტომდე იმყოფებოდა. არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, გათხრების შედეგად აღმოჩნდა ოთხ იარუსზე განლაგებული სამარხები, ტაძრის პრესკის ფრაგმენტები და ქვევრები, რომელთაგან ყველაზე დიდი დაახლოებით 2 მეტრი სიმაღლისაა.
გათხრები მიმდინარეობდა საგანგებოდ შერჩეულ უძველეს სამოსახლოზე, რომელიც სხვადასხვა ისტორიული ფენისაგან შედგება, აქ სტუდენტებმა აღმოაჩინეს უძველესი კერამიკის ფრაგმენტები, როგორც ადამიანის ასევე ცხოველთა ძვლები. გათხრებში მონაწილეობა უცხოელმა სპეციალისტებმაც მიიღეს, ისინი სსმუ-ს სტუდენტებთან ერთად, ახდენდნენ დაზიანებული კერამიკის აღდგენას.
სტუდენტებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ აწყურის და მისი შემოგარენის ისტორიული ძეგლების აღწერაში, ამათგან აღსანიშნავია აწყურში მდებარე თურქული აბანო, სოფელ წრიოხის უსახელო დარბაზული და წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესიები, საყუნეთის მეჩეთი . ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ერთ-ერთ სამარხში გაკეთდა, რომელიც სავარაუდოდ მაწყვერელ ეპისკოპოსს უნდა ეკუთვნოდეს. სამარხში აღმოჩენილი იქნა, ოქროში შესრულებული, ტიხრული მინანქრის გულსაკიდი ხატი და ჯაჭვი, რომელიც X საუკუნით თარიღდება და გამოირჩევა თავისი უნიკალურობით.
სტუდენტებმა სატჟირების განმავლობაში მოინახულეს ვარძია, საფარის მონასტერი, ხერთვისის ციხე და ახალციხის მუზეუმი.
აღნიშნული არქეოლოგიური გათხრების მთავარი მიზანია იმ დამატებითი წყაროების მოძიება, რომელიც გაამყარებს ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის შესახებ “ქართლის ცხოვრებაში” დაცულ ცნობებს.


წესდება



გაწევრიანება



პროექტები