| |
 |
ჯარიმები
დარეგისტრირების ვადის გადახდის ერთი დღით გადაცილებასაც კი, როგორც ბაკალავრის ისე მაგისტრანტისა თუ დოქტორანტისათვის, მოსდევს ჯარიმა.: რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგი დღიდან პირველი 10 კვირის განმავლობაში ჯარიმა შეადგენს: ყოველ გადაცდენილ კვირაზე სტუდენტის წლიური გადასახადის 0,1%-ს, რაც 10 კვირის თავზე იქცევა წლიური გადასახადის 10%-ად. (მაგისტრანტისა და ბაკალავრისათვის წლიურ გადასახადად ითვლება 10 საგნის ის ღირებულება, რომელიც მისი კონტრაქტითაა განსაზღვრული. მაგ. თუ 10 საგნის ღირებულებაა 5000 ლარი, ყოველ გადაცდენილ კვირაზე სტუდენტს გადასახდელი ექნება 50 ლარო, რაც 10 კვირის თვზე გაუტოლდება 500 ლარს).
სარეგისტრაციო თანხის (ან ჯარიმების) გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტის მიმართ გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული სასჯელი: ლექციებზე, შუალედურ და ფინალურ გამოცდაზე, ან ლექცია-სემინარებზე (დოქტორანტი) არ დაშვება ... აგრეთვე სასჯელის უკიდურესი ზომა - კონტრაქტის გაუქმება და სასწავლებლიდან გარიცხვა.
განსაკუთრებულ შემთხვევებს განიხილავს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რომელსაც უნდა მიმართოთ განცხადებით. |