|
სტუდენტთა მიერ უნივერსიტეტში სწავლის (რეგისტრაციის)
შეწყვეტა კონტრაქტის გაუქმება
მაგისტრატურაში სწავლის (რეგისტრაციის) შეწყვეტა კონტრაქტის გაუქმება
სტუდენტი-მაგისტრანტი, რომელიც საკუთარი სურვილისამებრ გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას, რეგისტრაციიდან სემესტრის დაწყებამდე პერიოდში, სანახევროდ უნაზღაურდება სწავლის საფასური თუ ის დარეგისტრირებული იყო ხუთივე სამაგისტრო საგანზე და, შესაბამისად, გადახდილი ჰქონდა ხუთივე საგნის, ანუ სემესტრის სრული ღირებულება.
თუ სტუდენტი დარეგისტრირებული იყო მხოლოდ სამ საგანზე, მას უნაზღაურდება ერთი საგნის თანხა.
სწავლის შეწყვეტის დღედ ითვლება დღე, როდესაც შესაბამისი სწავლების პროგრამების მენეჯერი და რეგისტრატორი მიიღებს სტუდენტიდან წერილობით განცხადებას სწავლის შეწყვეტის შესხებ. სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში სტუდენტს გადასახადი არ უნაზღაურდება.
გადასახადი არ უბრუნდებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც წყვეტენ სწავლას დისციპლინური ნორმების დარღვევის ან აკადემიური მოუსწრებლობის გამო, ანუ ირიცხებიან უნივერსიტეტიდან ადმინისტრაციის განკარგულებით.
უნივერსიტეტი შეუწყვეტს სტუდენტს რეგისტრაციას და გააუქმებს კონტრაქტს, თუ სტუდენტი - უნივერსიტეტის მხრიდან არაერთჯერადი გაფრთხილების მიუხედავად - არ დაფარავს უნივერსიტეტის წინაშე დაგროვილ დავალიანებას.
ბაკალავრიატში სწავლის (რეგისტრაციის) შეწყვეტა კონტრაქტის გაუქმება
სტუდენტ-ბაკალავრს, რომელიც საკუთარი სურვილისამებრ გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას, რეგისტრაციიდან სწავლის დაწყებამდე პერიოდში, უნაზღაურდება სწავლის საფასურის 2 მესამედი, იმ შემთხვევაში თუ მას გადახდილი ჰქონდა ათივე საგნის, ანუ წლის სრული ღირებულება.
სტუდენტ-ბაკალავრს, რომელიც საკუთარი სურვილისამებრ გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას, სასწავლო წლის დაწყებიდან 5 კვირის განმავლობაში, ანუ I შუალედური გამოცდების ჩატარებამდე პერიოდში, უნაზღაურდება სწავლის საფასურის ნახევარი, იმ შემთხვევაში თუ მას გადახდილი ჰქონდა ათივე საგნის, ანუ წლის სრული ღირებულება.
სტუდენტ-ბაკალავრს, რომელიც საკუთარი სურვილისამებრ გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას სასწავლო წლის დაწყებიდან 5 კვირის, ანუ I შუალედური გამოცდების ჩატარების შემდეგ, გადასახადი არ უნაზღაურდება.
უნივერსიტეტი რიცხავს სტუდენტ-ბაკალავრს და აუქმებს მასთან კონტრაქტს ამ უკანასკნელი აკადემუირი მოუსწრებლობის გამო (არადამაკმაყოფილებელი - 51% ზე ნაკლები სამ საგანში ერთი სასწავლო წლის ან სემესტრის განმავლობაში, და დანაჩენი 7 საგნიდან 4 საგანში (ან დანარჩენი 2 საგნიდან, თუ საუბარია სემესტრზე, ორივეში) მაინც თუ არა აქვს 80 %-ზე მეტი. იხ, შეფასების სისტემა.)
სტუდენტებს, რომლებთანაც უნივერსიტეტი აუქმებს კონტრაქტს მათი აკადემიური მოუსწრებლობის გამო, გადასახადი არ უბრუნდებათ.
დოქტურანტურაში სწავლის (რეგისტრაციის) შეწყვეტა, კონტრაქტის გაუქმება
• დოქტორანტი, რომელიც გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას, რეგისტრაციიდან პირველი რვა კვირის განმავლობაში ანუ მოსამზადებელ პერიოდში, უნაზღაურდება სწავლის საფასურის ნახევარი, იმ შემთხვევაში თუ მას გადახდილი ჰქონდა I სასწავლო წლის სრული ღირებულება.
• დოქტორანტს, რომელიც გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას, სასწავლო წლის დაწყებიდან პირველი რვა კვირის, ანუ მოსამზადებელი პერიოდის გასვლის შემდეგ, სწავლის საფასური აღარ უნაზღაურდება (იმ შემთხვევაში თუ მას გადახდილი ჰქონდა მხოლოდ I სასწავლო წლის ღირებულება).
• სწავლის შეწყვეტის თარიღად ითვლება დღე, როდესაც დოქტორანტი სწავლის შეწყვეტის თაობაზე წერილობითი განცხადებით მიმართვს სადოქტორო სწავლების მენეჯერს სწავლის შეწყვეტის შესახებ.
• გადასახადი არ უბრუნდება იმ დოქტორანტს, რომელიც წყვეტს სწავლას დისციპლინური ნორმების დარღვევის გამო, ანუ ირიცხება უნივერსიტეტიდან ადმინისტრაციის განკარგულებით.
• უნივერსიტეტი შეუწყვეტს დოქტორანტს რეგისტრაციას და გააუქმებს კონტრაქტს, თუ ის - უნივერსიტეტის მხრიდან არაერთჯერადი გაფრთხილების მიუხედავად - არ დაფარავს უნივერსიტეტის წინაშე დაგროვილ ფინანსურ დავალიანებას.
• უნივერსიტეტი შეუწყვეტს დოქტორანტს რეგისტრაციას და რეგისტრაციის შეწყვეტიდან ერთი სასწავლო წლის გასვლის შემდეგ გააუქმებს კონტრაქტს, თუ იგი არ ასრულებს სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნას: პროგრამაზე სწავლის პირველი წლის ბოლოს, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სწავლების მენეჯერს არ წარმოუდგენს საერთაშორისო სერთიფიკატს GRE-ში, GMAT-ში, ან LSAT რომლის მისაღები ქულები სსმუ-ს მიერ წინასწარ იქნება დადგენილი.
ზოგადი დებულებები
• სწავლის შეწყვეტის დღედ ითვლება დღე, როდესაც შესაბამისი სწავლების მენეჯერი მიიღებს სტუდენტიდან წერილობით განცხადებას სწავლის შეწყვეტის შესხებ.
• გადასახადი არ უბრუნდებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც წყვეტენ სწავლას დისციპლინური ნორმების დარღვევის გამო, ანუ ირიცხებიან უნივერსიტეტიდან ადმინისტრაციის განკარგულებით.
• უნივერსიტეტი შეუწყვეტს სტუდენტს რეგისტრაციას და გააუქმებს კონტრაქტს, თუ სტუდენტი - უნივერსიტეტის მხრიდან არაერთჯერადი გაფრთხილების მიუხედავად - არ დაფარავს უნივერსიტეტის წინაშე დაგროვილ დავალიანებას. |