სტუდენტთა საიდენტიფიკაციო ნომერი და საიდენტიფიკაციო ბარათი
საიდენტიფიკაციო ნომერი
ყველა სტუდენტს რეგისტრაციის შემდეგ ეძლევა საიდენტიფიკაციო ნომერი. ეს ნომერი დაფიქსირებულია მის საიდენტიფიკაციო ბარათშიც. სტუდენტთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია (აკადემიური მოსწრება და ა. შ.) არის კონფიდენციალური და ამიტომ მათი საჯაროდ გამოცხადება ხდება არა გვარების, არამედ საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.
საიდენტიფიკაციო ბარათი
• სტუდენტები ვალდებულნი არიან თან ატარონ საიდენტიფიკაციო ბარათი და წარადგინონ ისინი უნივერსიტეტის თანამშრომლების (ძირითადად დაცვის თანამშრომლების) მოთხოვნისას.
• უნივერსიტეტში, ინფორმაციულ ცენტრსა და ბიბლიოთეკაში შესასვლელად საჭიროა საიდენტიფიკაციო ბარათის ჩვენება, ვინაიდან საიდენტიფიკაციო ბარათის აღებისას ფიქსირდება სტუდენტის ბიბლიოთეკისა თუ ცენტრის წევრობა.
• საიდენტიფიკაციო ბარათი ფასიანია. სტუდენტი მისი აღებისას, ანუ სწავლის I წლის დასაწყისში, გარდა საკუთრივ საიდენტიფიკაციო ბარათის საფასურისა, იხდის შემდეგი საუნივერსიტეტო სამსახურებითა და ცენტრებით სარგებლობის ერთიან საფასურს: ბიბლიოთეკით, საინფორმაციო ცენტრით, დოქტორანტთა კვლევითი ცენტრითა და საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრით. თანხას ყოველი სასწავლო წლისათვის ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრის გამგეობა.
• უნივერსიტეტში სწავლის დანარჩენი წლების განმავლობაში სტუდენტი იხდის მხოლოდ საინფორმაციო ცენტრით, საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრითა და დოქტორანტთა ცენტრით სარგებლობის საფასურს. გადასახადს ყოველი ახალი სასწავლო წლისათვის ადგენს ადმინისტრაცია (მაგ., საინფორმაციო ცენტრის წევრობის) და საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრის გამგეობა. ახალი სასწავლო წლის დასაწყისში აღნიშნული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, დოქტორანტს ჩამოერთმევა საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც არ დაუბრუნდება თანხის გადახდამდე.
• გადასახადის გადაუხდელობის გამო საიდენტიფიკაციო ბარათის გარეშე დარჩენილ სტუდენტს, უნივერსიტეტში შეუფერხებლად შემოსვლისათვის გამოეწერება სპეციალური «წითელი» დროებითი საშვი.
• «წითელი» დროებითი საშვი არ მოქმედებს ბიბლიოთეკაში, საინფორმაციო ცენტრში, დოქტორანტურის ცენტრში და სხვ. ამგვარად, გადასახადის დაფარვამდე სტუდენტი ვერ ისარგებლებს მათი მომსახურებით.
• საიდენტიფიკაციო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, ბარათის აღდგენამდე სტუდენტს გამოეწერება «მწვანე» დროებით საშვი, რომელიც მას აძლევს უფლებას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა თუ ცენტრებში შეუფერხებელი შესვლის.
სტუდენტის მიერ სახელისა და მისამართის გამოცვლა
სტუდენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს მისი სწავლების მენეჯერს, პირადობის მოწმობის, ბინის მისამართის და ტელეფონის ნომრის გამოცვლის შესახებ. სტუდენტის აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია. უნივერსიტეტი სტუდენტის შესახებ ინფორმაციას გასცემს მხოლოდ თავად სტუდენტის თანხმობის შემთხვევაში. უნივერისიტეტს აქვს ინფორმაციის გამხელის უფლება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი კანცელარიაში რეგისტრაციის დროს წინასწარ არ გამოთქვამს მასზე არსებული მონაცემების კონფიდენციალურად შენახვის სურვილს. ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტი სარეგისტრაციო ბლანკის შევსებისას შესაბამის ადგილას აკეთებს სპეციალურ ნიშნულს.