ბიბლიოთეკის მენეჯერისაგან
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ჩვენ სიამოვნებით შემოგთავაზებთ მაღალ-პროფესიულ მომსახურებას თბილ და მეგობრულ გარემოში. ჩვენი კოლექციებზე დაშვება არის ღია, გამოყენებულია უნივერსალური ათწილადი კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც მკითხველს შესაძლებლობას აძლევს სამეცნიერო დარგების მიხედვით შეარჩიოს მისთვის სასურველი ლიტერატურა.
გთხოვთ, გამონახეთ დრო ჩვენი ვებ-გვერდის დასათვალიერებლად და მიიღეთ ინფორმაცია ჩვენს კოლექციაზე, მომსახურებებზე, გამოიყენეთ ჩვენი მდიდარი ბაზა და რაც მთავარია - გვესტუმრეთ.
ბიბლიოთეკის მუშაობის განრიგი მაქსიმალურად მოსახერხებელია თქვენთვის, რადგანაც ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით. ბიბლიოთეკის მაღალ-კვალიფიციური თანამშრომლებისაგან სრულ ინფორმაციას მიიღებთ თქვენთვის სასურველ საკითხზე, ხოლო მეგობრული გარემო მოგცემთ საშუალებას სასიამოვნოდ იგრძნოთ თავი ბიბლიოთეკაში.
|