EBSCO
 

 
EBSCO-ს საინფორმაციო სამსახურების უმთავრესი მიზანი-თქვენთვის EBSCO-ს საინფორმაციო სამსახურის ჯგუფისა და მისი ორი დანაყოფის – EBSCO-ს სააბონენტო მომსახურებისა და EBSCO-ს გამომცემლობის მიერ მართული ვებ-გვერდების გამოყენებისას მაქსიმალური კომფორტის შექმნაა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, პატივს ვცემთ ჩვენი მომხმარებლების უფლებას, დაცულად გრძნობდეს თავს ნებისმიერი სახის არასასურველი ჩარევისაგან და ამავე დროს, სრული ინფორმაცია მოგაწოდოთ თქვენთვის საჭირო წყაროების მოპოვება/დამუშავების მიმართულებით.
 
ნებისმიერი მასალა, რომელიც თქვენს მიერ ინფორმაციის ელექტრონული ფორმით შენახვას ან ჩამოტვირთვას ეხება, მხოლოდ ჩვენი საინფორმაციო სამსახურების შიდა ან თქვენი პირადი გამოყენებისთვისაა გამიზნული. 
 
სასტიკად იკრძალება მონაცემთა ბაზის სრული ან მისი ცალკეული ნაწილების სისტემატიური თუ რეგულარული ჩამოტვირთვა მონაცემთა ბაზის სრული, ან მისი ცალკეული ნაწილების შემცველი ნაკრების შექმნის მიზნით, მიუხედავად იმისა, თუ რა სახე ექნება ამგვარად შედგენილ კრებულს – ბეჭდვითი თუ ელექტრონული.
 
საჯარო ბილიოთეკებს, უნივერსიტეტებს და კვლევით დაწესებულებებს საშუალება ეძლევათ გამოიყენონ იმგვარი მაღალპროფესიული  მონაცემთა ბაზები, რომელთაც მხოლოდ EBSCOhost გთავაზობთ.
 
სწორედაც  მათი უმაღლესი ხარისხის გამოა, რომ საჯარო გამოყენება ფასიანია,  თუმცა _ თუ თქვენი სკოლა, უნივერსიტეტი, ბიბლიოთეკა თუ რომელიმე სხვა დაწესებულება, რომლის წევრიც თქვენ ბრძანდებით, EBSCOhost-ის მონაცემთა ბაზების აბონენტია – პრობლემაც გეხსნებათ...  
 
EBSCOhost მსოფლიოში ათიათასობით ბიბლიოთეკასა თუ სხვა ტიპის დაწესებულებაშია ხელმისაწვდომი.
 
EBSCOhost კავშირი EBSCO Publishing-ის მომსახურებაა, რომელიც თქვენამდე ბიბლიოთეკაში გამოყენების შესაძლებლობის სახითაა მოტანილი. 
 
EBSCOhost კავშირის მთავარი დანიშნულებაა, ქსელში ინფორმაციის ძიებისას მაღალი ხარისხის მონაცემეთა მიგნებაში დაგეხმაროთ. მომსახურება EBSCOhost მონაცემთა ბაზების ყველა მომხმარებლისათვის უფასოა და მხოლოდ თქვენი ბიბლიოთეკის მიერ აქტივირების შედეგადაა ხელმისაწვდომი.
 
EBSCO-ს მონაცემთა ბაზის გამოსაყენებლად  ეწვიეთ ვებგვერდს:
http//:search.epnet.com
შემდეგ:

EBSCOhost - world’s foremost premium research database service

და იხილავთ  EBSCO-ს სამი ტიპის მომსახურებას:
გდაწყვიტეთ, რომელი და შემდეგ…

აირჩიეთ მონაცემთა ბაზები

იმისათვის, რომ ერთ რომელიმე მონაცემთა ბაზაში ეძიოთ სასურველი ინფორმაცია, დააწკაპუნეთ ქვემოთ ჩამოთვლილ დასახელებათაგან ერთ-ერთს, ხოლო თუ გსურთ ძიება ერთზე მეტ მონაცემთა ბაზაში აწარმოოთ, მონაცემთა ბაზების დასახელებები მონიშნეთ და დააწკაპუნეთ გაგრძელება.