English Version
გამოიწერეთ სიახლეები

ვებ.ფოსტა

სახელი
პაროლი  

 
best tracker

 

 












 
    სამაგისტრო სწავლების მენეჯერი - მარიანა უნაფქოშვილი
ელექტრონული ფოსტა: m.unapkoshvili@ug.edu.ge
სამსახ. ტელ.: (+995 32) 36 46 65 (შიდა 32)
ფაქსი: (+995 32) 36 46 80
საოფისე საათები: 13:00 – 21:00
   
 
მოგესალმებით სამაგისტრო სწავლების მენეჯერი!
 
გისურვებთ ნაყოფიერ სასწავლო პროცესს, თქვენთვის საჭირო ცოდნის შეძენას და სამაგისტრო სწავლების წარმატებით დასრულებას. ამისთვის სერიოზული მუშაობისა და მეცადინეობის გარდა საჭიროა სტუდენტ-მაგისტრანტი კარგად იცნობდეს უნივერსიტეტში დამკვიდრებულ ქცევის წესებს, სტუდენტის ღირსების კოდექსს და სამაგისტრო შეფასების სისტემას.
 
რა შემთხვევაში მიმართავთ სამაგისტრო სწავლების მენეჯერს?
სამაგისტრო სწავლების მენეჯერს მივმრთავთ, როცა გვინდა:
რა უნდა ვაცნობოთ დაუყოვნებლივ სამაგისტრო სწავლების მენეჯერს:
• მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა
• დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა
• სახელისა და გვარის შეცვლა.
 
 
სამაგისტრო პროგრამებზე მიღება:
მაგისტრანტების უნივერსიტეტში მიღებას წარმართავს სამაგისტრო სწავლების მენეჯერი და მისი ოფისი.
სამაგისტრო პროგრამებზე მიღება ხდება წელიწადში სამჯერ:
  • საზაფხულო მიღება: ივნისში შემოდგომის სემესტრისათვის (1 სექტემბერი – 22 დეკემბერი)
  • საგაზაფხულო მიღება: ნოემბერში გაზაფხულის სემესტრისათვის (21 იანვარი – 30 მაისი);
  • საშემოდგომო მიღება: აპრილში ზაფხულის სემესტრისათვის (1 ივნისი – 31 ივლისი)
მსურველები მიღებისას გადიან შემდეგ 4 ეტაპს:
  • საბუთების შემოტანა
  • ტესტირება
  • სემესტრზე ან საგნებზე დარეგისტრირება
  • უნივერსიტეტთან ხელშეკრულების/კონტრაქტის გაფორმება
საბუთების შემოტანა:
სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველებმა უნდა:
 
წარმოადგინონ:
 •
ბაკალავრის დიპლომის დედანი და ასლი, 
 • ორი ფოტოსურათი 3X4; 
 •
ერთი სურათი - ელექტრონული ვერსია; 
 • 
რეკომენდაცია (დახასიათება);
 
შეავსონ:
  • სპეციალური განაცხადი-აპლიკაცია.
განაცხადის ფორმა შეგიძლიათ ამოიღოთ საუნივერსიტეტო ვებ-გვერდიდან: www.ug.edu.ge
 
ტესტირება:
სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველებმა წარმატებით უნდა გაიარონ სპეციალური საუნივერსიტეტო სამაგისტრო ტესტური გამოცდა.
 
ტესტური გამოცდა წარმოებს:
ა. ინგლისურ ენაში;
ბ. სპეციალობების მიხედვით:
  • საუნივერსიტეტო სამაგისტრო წერითი ტესტი (საუნივერსიტეტო GRE );
  • საუნივერსიტეტო სამაგისტრო ტესტი მენეჯერთათვის (საუნივერსიტეტო GMAT).
ტესტის ნიმუშები შეგიძლიათ ამოიღოთ საუნივერსიტეტო ვებ-გვერდიდან: www.ug.edu.ge
 
მაგისტრანტის სასწავლო წელზე რეგისტრაცია
სემესტრზე ან საგანებზე დარეგისტრირება გულისხმობს:
  • დარეგისტრირებას საგანზე, ანუ სემესტრში განსაზღვრული საგნების მთლიანად ან ნაწილობრივ აღებას
  • სწავლის საფასურის გადახდას სემესტრის, ან აღებული (დარეგისტრირებული) საგნების მიხედვით
  • დარეგისტრირება წარმოებს სამაგისტრო პროგრამების მენეჯერთან
  • სამაგისტრო საგნებზე დარეგისტრირება უნდა მოხდეს მითითებულ ვადებში. როგორც ახლად მოსული, ისე, საერთოდ, უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისათვის.
ჯარიმები
დარეგისტრირების ვადის, ერთი დღით გადაცილებასაც კი მოსდევს ჯარიმა!
  • რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგი დღიდან პირველი 10 კვირის განმავლობაში ჯარიმა შეადგენს: ყოველ გადაცდენილ კვირაზე სტუდენტის წლიური გადასახადის 1%-ს, რაც 10 კვირის თავზე იქცევა წლიური გადასახადის 10%-ად. (მაგისტრანტის წლიურ გადასახადად ითვლება 10 საგნის (60 კრედიტის) ის ღირებულება, რომელიც მისი კონტრაქტითაა განსაზღვრული. მაგ. თუ 10 საგნის ღირებულებაა 5000 ლარი, ყოველ გადაცდენილ კვირაზე სტუდენტს გადასახდელი ექნება 50 ლარი) .
  • სარეგისტრაციო თანხის (ან ჯარიმების) გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტის მიმართ გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული სასჯელი: ლექციებზე, შუალედურ და ფინალურ გამოცდაზე, არ დაშვება; აგრეთვე სასჯელის უკიდურესი ზომა - კონტრაქტის გაუქმება და სასწავლებლიდან გარიცხვა.
  • განსაკუთრებულ შემთხვევებს განიხილავს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რომელსაც უნდა მიმართოთ განცხადებით.
სამაგისტრო პროგრამებზე დარეგისტრირებული კრედიტების მინიმალური რაოდენობა
  • სემესტრში დარეგისტრირებული საგნების (კრედიტების) მინიმალური რაოდენობაა - 3 საგანი (18 კრედიტი). 18-ზე ნაკლები კრედიტების აღების შემთხვევაში სტუდენტს ენიჭება თავისუფალი მსმენელის სტატუსი .
  • სტუდენტს უფლება აქვს სემესტრის დაწყებიდან მხოლოდ 2 (ორი) კვირის განმავლობაში შეცვალოს, გააუქმოს ან დაამატოს საგანზე (კრედიტებზე) რეგისტრაცია. აღნიშნულ შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ დააფიქსიროს აღნიშნული ცვლიება სამაგისტრო პროგრამის მენეჯერთან, ცვლილების ფორმის ხელმოწერით, რაც რეგისტრაციის ფორმა-ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის ტოლფასია. რეგისტრაციის ცვლილება არ ვრცელდება ანგარიშსწორების ვადაზე.
  • სტუდენტი-მაგისტრანტი საუნივესიტეტო მისაღები გამოცდების წარმატებიოთ ჩაბარებისა და სარეგისტრაციო პროცედურის გავლის,შემდეგ, აფორმებს უნივერსიტეტთან ხელშეკრულებას (კონტრაქტს).
  • ხელშეკრულება სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის იდება ერთხელ და ის მოქმედებს უნივერსიტეტში სტუდენტის სამაგისტრო სწავლების განმავლობაში. შესაბამისად, არ ექვემდებარება გადასინჯვას არც სწავლების ის ღირებულება, რომელიც აღნიშნულია ხელშეკრულებაში მისი ხელმოწერის დროს.
  • განსაკუთრებულ შემთხვევებზე, როგორიცაა «აკადემიურის აღება», სწავლიდან ხანგრძლივი დროით გამოთიშვა, ისევე, როგორც ჩავარდნილი საგნების ხელახლა აღება და. ა. შ. კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებში არ თავსდება და მათ არეგულირებს საუნივერსიტეტო წესდების შესაბამისი მუხლები.
  • სტუდენტ-მაგისტრანტს, რომელიც საკუთარი სურვილისამებრ გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას, რეგისტრაციიდან სემესტრის დაწყებამდე პერიოდში, სანახევროდ უნაზღაურდება სწავლის საფასური თუ ის დარეგისტრირებული იყო ხუთივე სამაგისტრო საგანზე და, შესაბამისად, გადახდილი ჰქონდა ხუთივე საგნის, ანუ სემესტრის სრული ღირებულება.
  • თუ სტუდენტი დარეგისტრირებული იყო მხოლოდ სამ საგანზე, მას უნაზღაურდება ერთი საგნის თანხა.
  • სწავლის შეწყვეტის დღედ ითვლება დღე, როდესაც შესაბამისი სწავლების მენეჯერი და რეგისტრატორი მიიღებს სტუდენტიდან წერილობით განცხადებას სწავლის შეწყვეტის შესხებ. სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში სტუდენტს გადასახადი არ უნაზღაურდება.
  • გადასახადი არ უბრუნდებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც წყვეტენ სწავლას დისციპლინური ნორმების დარღვევის ან აკადემიური მოუსწრებლობის გამო, ანუ ირიცხებიან უნივერსიტეტიდან ადმინისტრაციის განკარგულებით.
  • უნივერსიტეტი შეუწყვეტს სტუდენტს რეგისტრაციას და გააუქმებს კონტრაქტს, თუ სტუდენტი - სემესტრზე დარეგისტრირების ბოლო ვადის გასვლის შემდეგ 10 კვირის განმავლობაში- არ დაფარავს უნივერსიტეტის წინაშე დაგროვილ დავალიანებას.
ზოგადი დებულებები
  • სწავლის შეწყვეტის დღედ ითვლება დღე, როდესაც შესაბამისი სწავლების მენეჯერი მიიღებს სტუდენტიდან წერილობით განცხადებას სწავლის შეწყვეტის შესახებ.
  • გადასახადი არ უბრუნდებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც წყვეტენ სწავლას დისციპლინური ნორმების დარღვევის გამო, ანუ ირიცხებიან უნივერსიტეტიდან ადმინისტრაციის განკარგულებით.
  • უნივერსიტეტი შეუწყვეტს სტუდენტს რეგისტრაციას და გააუქმებს კონტრაქტს, თუ სტუდენტი - უნივერსიტეტის მხრიდან არაერთჯერადი გაფრთხილების მიუხედავად - არ დაფარავს უნივერსიტეტის წინაშე დაგროვილ დავალიანებას.
  • სტუდენტს-მაგისტრანტს, რომელიც დაფარავს დავალიანებას და გადაიხდის ჯარიმას (დავალიანების ჯარიმა შეესაბამება დავალიანების მეათედს), მისი სურვილის შესაბამისად, შეუძლია აღდგეს უნივერსიტეტის სტუდენტად. ასეთ შემთხვევაში ის არ გაივლის ხელახლა მისაღებ გამოცდებს, თუმცა მასთან უნივერსიტეტი აფორმებს ახალ კონტრაქტს სწავლების იმ საფასურით, რომელიც არის კონტრაქტის აღდგენის პერიოდისათვის.
  • სასწავლო წელზე აღდგენა და სწავლის განახლება შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც იძულებულები იყვნენ შეეწყვიტათ სწავლა უბედური შემთხვევის, ავადმყოფობის, სამსახურებრივი მივლინების შემთხვევაში, თუ მათ დაწერეს თავის დროზე (სწავლის შეწყვეტის პერიოდში) განცხადება და ოფიციალურად მოითხოვეს დროებით სწავლის შეწყვეტა - აკადემიური შვებულება.
  • სტუდენტს უფლება აქვს ავადყოფობის ან სხვა მიზეზის გამო აიღოს აკადემიური შვებულება. აკადემიური შვებულება სტუდენტმა შეიძლება აიღოს სემესტრულად – არა უმეტეს 4 სემესტრისა, ანუ ჯამური 2 აკადემიური წლისა.
  • აკადემიური შვებულებით სარგებლობის მოსურნე სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უნივერსიტეტი სტუდენტისათვის სწავლის საფასურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს მხოლოდ სწავლების პროგრამით განსაზღვრული ვადის განმავლობაში აღნიშნული ვადის გადაცილების შემთხვევაში სტუდენტს სწავლის საფასური ასანაზღაურებელი ექნება იმ პერიოდისათვის მოქმედი ტარიფებით.
  • სტუდენტ მაგისტრანტს რომელიც ირიცხება უნივერსიტეტიდან და რომელთანაც უნივერსიტეტი წყვეტს კონტრაქტს აკადემიური მოუსწრებლობის გამო, აქვს უფლება ერთჯერადად მიმართოს განცხადებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რათა მიეცეს უფლება სასწავლო წლის განმეორების, რაც გულისხმობს, რომ სტუდენტი ახალი სასწავლო წლის დასაწყისიდან განმეორებით აიღებს პროგრამით გათვალისწინებულ საგნებს. ასეთ შემთხვევაში უნივერსიტეტი სტუდენტთან აფორმებს ახალ კონტრაქტს, სწავლის იმ საფასურით, რომელიც არის კონტრაქტის განახლების პერიოდისათვის.
  • ”წითელი” დროებითი საშვი არ მოქმედებს ბიბლიოთეკაში, საინფორმაციო ცენტრში, დოქტორანტურის ცენტრში სპორტულ მინდვრებსა და დარბაზებში და სხვ. ამგვარად, გადასახადის დაფარვამდე სტუდენტი ვერ ისარგებლებს მათი მომსახურებით.
  • საიდენტიფიკაციო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, ბარათის აღდგენამდე სტუდენტს გამოეწერება «მწვანე» დროებით საშვი, რომელიც მას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა თუ ცენტრებში შეუფერხებელი შესვლის უფლებას აძლევს.
მაგისტრანტ-სტუდენტთა მობილობის წარმართვა
  • სამაგისტრო პროგრამებზე სხვა სასწავლებლებიდან სტუდენტთა გადმოსვლის, ისევე როგორც უნივერსიტეტის შიგნით სხვადასხვა პროგრამებზე, თუ სკოლებში გადასვლის პროცესს წარმართავს სამაგისტრო სწავლების მენეჯერი.
პროცედურა:
  • მაგისტრანტი წერს განცხადებას სწავლების მენეჯერის სახელზე, სადაც აღნიშნულია, თუ რომელი პროგრამიდან და რომელი სკოლიდან სურს სტუდენტს გადასვლა რომელ სკოლაში და რომელ პროგრამაზე.
  • სამაგისტრო სწავლების მენეჯერი მიმართავს შესაბამისი სკოლის და პროგრამის ხელმძღვანელს და გააცნობს მას სტუდენტის განცხადებას.
  • ისინი ერთად ჩაივლიან სტუდენტის განვლილ საგნებს და აღებულ კრედიტებს. ამის შემდეგ მენეჯერი და სკოლის დირექტორი, ან პროგრამის ხელმძღვანელი გააცნობენ სტუდენტს ახალ პროგრამაზე გადასვლის შემთხვევაში, რომელი საგნები და კრედიტები ჩაეთვლება მას და რომელი არა, ანუ რა საგნები ექნება სტუდენტს ასაღები ახალ პროგრამაზე გადმოსვლის შემთხვევაში.
  • გადასვლის მოსურნე სტუდენტი, მიმარათავს თავისი სკოლის დირექტორს და მიიღებს მისგან წერილობით თანხმობას გადასვლის შესახებ;
  • გადასვლის მოსურნე სტუდენტი სკოლის დირექტორის წერილობით თანხმობას წარუდგენს შესაბამისი სწავლების მენეჯერს, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში ეხმარება სტუდენტს გადასვლის პროცესის ტექნიკური თვალსაზრისით სწორად წარმართავაში;
  • გადასვლა სხვა უნივერსიტეტში უნდა განხორციელდეს სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ.
სტუდენტთა შიდა მოძრაობა (ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლა).
პროცედურა:
ერთი სკოლიდან (ფაკულტეტიდან) მეორეზე გადასვლის მოსურნე სტუდენტი იღებს წერილობით თანხმობას თავისი სკოლის დირექტორისაგან, ისევე, როგორც იმ სკოლოს დირექტორისაგან რომელ სკოლაშიც სურს გადასვლა და წარუდგენ სწავლების მენეჯერს.
სწავლების მენეჯერი სკოლის დირექტორთან ერთად ამოწმებს: პროგრამის შესაბამისობას, ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებულ საგნებთან.
უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო პროცესი
სამაგისტრო სწავლების პროგრამით განსაზღვრული ვადაა 2 წელი, ანუ 4 სემესტრი;
მაგისტრატურაში სწავლის მაქსიმალური ვადაა: 5 წელი
საკრედიტო სისტემა
  • კრედიტი აღნიშნავს, თუ რა სიღრმით გაიარა სტუდენტმა ესა თუ ის კურსი, ანუ რა დრო იქნა დახარჯული სალექციო, სასემინარო თუ დამოუკიდებელ მუშაობაზე.
  • საქართველოს უნივერსიტეტში მოქმედებს თანამედროვე საკრედიტო სისტემა, რომელიც ეფუძნება ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებას.
  • კრედიტების დაანგარიშების საფუძვლად აღებულია ევროპული სისტემა (ECTS):
1 კრედიტი = 25 სთ. აქედან:
5 სთ - საკონტაქტო სალექციო - სასემინარო;
13/15 სთ - სტუდენტის ინდივიდუალური და პრაქტიკული მუშაობა, პრეზენტაციების, რეფერატების მომზადება;
5/7 სთ. – საგამოცდო: შუალედური გამოცდა (ერთი, ან ორი) ფინალური გამოცდა.
საგნების უდიდესი ნაწილი სუ-ში 6 კრედიტიანია, მაგრამ არის 2, 3 და 4 კრედიტიანი საგნებიც.
 
სამაგისტრო კურსი-120 კრედიტიანია
ხანგრძლივობა: 2 წელი, ანუ 4 სემესტრი
მოცულობა:
ზოგადი კურსები - 30 კრედიტი;
1. სპეციალური კურსები - 60 კრედიტი
2. სამაგისტრო ნაშრომი: 30 კრედიტი
 
სუ- შეფასების მოდელი მაგისტრანტებისათვის:
შეფასება ხდება ქულათა სისტემით. მაქსიმალური შეფასება შეადგენს 100 ქულას / 100%.
1.სალექციო გამოკითხვა – წერითი ჩათვლები (ქვიზები) 15 ქულა / 15%
2. შუალედური გამოცდა (ზეპირი, ან წერითი) 25 ქულა / 25%
3. წერითი/ზეპირი რეფერატი, პრეზენტაცია, ან სხვა
კურსის ხელმძღვანელის მიერ წინასწარ დადგენილი
პროფესიული აქტივობა 25 ქულა / 25%
4. დამამთავრებელი (ფინალური) გამოცდა 35ქულა / 35%
საქართველოს უნივერსიტეტიდაგვიკავშირდით