საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში ამოქმედდა მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი, რომლის მიზანია საზოგადებას წარუდგინოს თემები და მოხსენებები, რომელთა განხილვამ შეიძლება გარკვეული ინტერესი გამოიწვიოს, საშუალება მისცეს უნივერსიტეტში და მის გარეთ მოღვაწე მეცნიერებს, დოქტორანტებს, მაგისტრანტებსა და სტუდენტებს გაეცნონ ერთმანეთის ნაშრომებს, საინტერესო პუბლიკაციებს და უბრალოდ მეცნიერებისა თუ საზოგადოებისთვის აქტუალურ პრობლემებს. სტუდენტებსა და მაგისტრანტებს ეს შესაძლებლობას მისცემს ისწავლონ მეცნიერული დისკუსია, საკუთარი აზრის წარმოჩენა და დაცვა, ხოლო მეცნიერებისთვის ეს ახალი და საინტერესო ინფორმაციის გაცვლის ფორმაა. სემინარი ღიაა ყველა მსურველისთვის. მოხსენებები წარმოდგენილი იქნება ოთხშაბათობით და სკოლა ეცდება თემატურად ჰუმანიტარული თუ საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის აქტუალური ყველა საკითხი მოიცვას. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი ტიპის დისკუსია და მსჯელობა ხელს შეუწყობს ერთი მხრივ საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას და, მეორე მხრივ, განსხვავებული აზრის მიღებისა და პატივისცემის ტრადიციის აღდგენასა და გაძლიერებას. სემინარზე დასწრება თავისუფალია ყველა მსურველისთვის. მოხსენებათა თემატიკა განთავსდება ჩვენ ვებგვერდზე და მუდმივად განახლდება.
მისამართი: კოსტავას 77, კორპუსი V, საქართველოს უნივერსიტეტი, I სართული, 101 აუდიტორია. გთხოვთ მობრძანდეთ
16 აპრილს, ოთხშაბათს, 14.00 საათზე , საქართველოს უნივერსიტეტის 101 აუდიტორიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის ფარგლებში პროფ. თ. ბერაძე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე - შავიზღვისპირეთი ისტორიულ-გეოგრაფიულ კონტექსტში. დასწრება თავისუფალია.
14 მაისს, ოთხშაბათს, 14.00 საათზე , საქართველოს უნივერსიტეტის 101 აუდიტორიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის ფარგლებში პროფ. ვ. კაჭარავა წაიკითხავს მოხსენებას თემაზე - 1920-იანი წლების ამერიკა. დასწრება თავისუფალია.
7 მაისს, ოთხშაბათს, 14.00 საათზე , საქართველოს უნივერსიტეტის 101 აუდიტორიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის ფარგლებში ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ვ. კიკნაძე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე - გიორგი ბრწყინვალის მეუღლის სახელის აღდგენის მცდელობა. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპების მიხედვით. დასწრება თავისუფალია.
30 აპრილს, ოთხშაბათს, 14.00 საათზე , საქართველოს უნივერსიტეტის 101 აუდიტორიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის ფარგლებში პროფ. მ. სანაძე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე - ბაგრატიონთა საგვარეულო საქართველოში ( ანტიკური ხანა და ადრე შუასაუკუნეები). დასწრება თავისუფალია.
9 აპრილს, ოთხშაბათს, 14.00 საათზე , საქართველოს უნივერსიტეტის 101 აუდიტორიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის ფარგლებში პროფ. ნ. ჭიჭინაძე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე - ახალი მასალები პონტოელ ბერძენთა საეკლესიო ხელოვნების ინტერპრეტაციისთვის. დასწრება თავისუფალია.
26 მარტს, ოთხშაბათს, 14.00 საათზე , საქართველოს უნივერსიტეტის 101 აუდიტორიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის ფარგლებში პროფ. გ. ალასანია წაიკითხავს მოხსენებას თემაზე - ვინ იყო ლეონ მეორე? დასწრება თავისუფალია.
|