დირექტორისგან
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახელმწიფო მმართველობის სკოლის ვებ-გვერდზე. სკოლა დაარსდა 2007 წლის ნოემბერში, სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის დამოუკიდებელ სკოლად გარდაქმნის შედეგად და უკვე წარმოადგენს აღიარებულ ლიდერს სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის სფეროში.
სკოლა გთავაზობთ სამაგისტრო და სასერთიფიკათო პროგრამებს. სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის სამაგისტრო პროგრამა (Master of Public Policy and Administration) განკუთვნილია სტუდენტებისათვის, რომელთაც სურთ პროფესიული მოღვაწეობა საჯარო სამსახურში, მათ შორის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში და კერძო კომპანიებში რომლებიც მონაწილეობენ სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში. პროგრამას საფუძვლად უდევს სამეცნიერო ანალიზისა და პრაქტიკული გამოცდილების კომბინაცია, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს შეიძინონ როგორც თეორული ცოდნა, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევები. სკოლა ასევე გთავაზობთ სხვადასხვა სასერთიფიკატო კურსებს საჯარო მოხელეებისთვის.
სახელმწიფო მმართველობის სკოლა ღიაა გამორჩეული, მოტივირებული სტუდენტებისთვის, რომლებსაც მიზნად დაუსახავთ დაიკავონ ლიდერთა პოზიცია ჩვენს საზოგადოებაში. ლიდერობა, ენთუზიაზმი, მიზანდასახულობა, ქვეყნისა და საზოგადოების სამსახურში ყოფნა - სწორედ ეს ღირებულებები აერთიანებს მრავალმხრივი ინტერესებს მქონე სხვადასხვა სოციალური, პოლიტიკური თუ აკადემიური წარსულის მქონე სტუდენეტებს. სკოლის მრავალმა კურსდამთავრებულმა უკვე შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყნის განვითარებაში. ბევრ მათგანს უკვე უკავია საპასუხისმგებლო თანამდებობა საჯარო, არასამთავრობო თუ კერძო სექტორში. ისინი წარმოადგენენ აღიარებულ ლიდერებს ჩვენს საზოგადოებაში და დარწმუნებულნი ვართ სულ მალე გახდებიან საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები ქვეყნის მასშტაბით.
სახელმწიფო მმართველობის სკოლა მუდმივად ზრუნავს პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებაზე, რის გამოც პერმანენტულად აწარმოებს თვითშეფასებას სხვადსხვა მეთოდების საშუალებით. გარდა არსებული პროგრამების გაუმჯობესებისა, სკოლა ასევე გეგმავს ახალი მიმართულებებისა და პროგრამების შემუშავებას.
იმედი მაქვს ჩვენი ვებ-გვერდი მოგაწვდით ამომწურავ ინფომაციას სკოლის შესახებ. თუკი გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა, შენიშვნა, კომენტარი ან შეთავაზება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი!
პატივისცემით,
ნინო კაკუბავა
სახელმწიფო მმართველობის სკოლის დირექტორი |