ENG
აკადემიური ხარისხი: სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის
 მაგისტრი
 
სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის მაგისტრი (ზოგადი პროფილის)
  1. სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის მაგისტრი (სპეციალიზაცია - თვითმმართველობის ორგანოთა მართვა)
 
სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისათვის, რომელთაც სურთ პროფესიული მოღვაწეობა საჯარო სამსახურში, მათ შორის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ასევე საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში და კერძო კომპანიებში რომლებიც მონაწილეობენ სახელმწიფო პოლიტიკის ფარმირებაში. სტუდენტებს შეუძლიათ დაამთავრონ ზოგადი პროფილის პროგრამა, ან აირჩიონ სპეციალიზაცია - თვითმმართველობის ორგანოთა მართვა. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტს მიენიჭება სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
პროგრამაზე სწავლის წინაპირობაა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის ქონა ნებისმიერ დარგში. პროგრამაზე სწავლა შეუძლიათ როგორც ახლადკურსდამთავრებულებს, ასევე უკვე დასაქმებულ საჯარო მოხელეებს, რომელთაც სურთ კვალიფიკაციის ამაღლება. განაცხადის შემოტანა შეუძლიათ ასევე ბაკალავრიატის ბოლო კურსის სტუდენეტბს, რომელთაც სწავლის დაწყების მომენტისთვის უკვე ჩაბარებული ექნებათ სადიპლომო გამოცდა.
სწავლა შესაძლებელია როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი დატვირთვით, იმის მიხედვით თუ რამდენ საგანს გაივლის სტუდენტი თითოეულ სემესტრში (ჩვეულებრივ 3-5 საგანი სემესტრში). სწავლება მიმდინარეობს ქართულ და ინგლისურ ენებზე. მეცადინეობები ტარდება საღამოს საათებში, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს იმუშაონ სრულ განაკვეთზე დღის განმავლობაში.
მიღების პროცედურებზე მეტი ინფომაციისთვის დააჭირეთ აქ.
 
კურუკულუმი
ინტერდისციპლინარული კურიკულუმი, რომელიც ეყრდნობა სოციალურ მეცნიერებათა მთელ სპექტრს, საშუალებას აძლევს სტუდენტებს შეიძინონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევები. თითოეული კურსი ორიენტირებულია სტუდენტს ჩამოუყალიბოს ანალიტიკური აზროვნების უნარი და განუვითაროს პრობლემის გადაწყვეტაზე მიმართული ხედვა, რაც განსაკუთრებით საჭიროა საჯარო მოსამსახურისათვის და საჯარო პოლიტიკის ექსპერტ-ანალიტიკოსისთვის.
კურიკულუმი შედგება ოთხი კომპონენტისაგან:
1.      ძირითადი საგნები (10)
2.      სპეციალიზაციის საგნები (5)
3.      სამაგისტრო ნაშრომი (5)
4.      სტაჟირება
 
ძირითადი საგნები შეასწავლიან სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის საფუძვლებს, მიკრო და მაკრო ეკნომიკას, ასევე თვისობრივი და როდენობრივი კვლევის მეთოდებს და წარმოადგენენ წინარეკვიზიტს შემდგომი სპეციალიზაციის საგნებისთვის. სპეციალიზაციის საგნების მიხედვით სტუდენტს შეუძლია დააამთვაროს ზოგადი პროფილის პროგრამა, ან აირჩიოს სპეციალიზაცია - თვითმმართველობის ორგანოთა მართვა. ზოგადი პროფილის პროგრამაზე სწავლისას სტუდენტს ასევე შეუძლია აირჩიოს საგნები საქართველოს უნივერსიტეტის სხვა სკოლების პროგრამებიდან სკოლის დირექტორის ნებართვის შემთხვევაში.
 
ძირითადი საგნები:  
  1. აკადემიური წერა (6 კრედიტი)
  2. სახელმწიფო მართვა (6 კრედიტი)
  3. პოლიტიკის პროცესი, ინსტიტუციები და მმართველობა (6 კრედიტი)
  4. ეკონომიქსი (6 კრედიტი)
  5. სახელმწიფო ფინანსები (6 კრედიტი)
  6. კვლევის მეთოდები (6 კრედიტი)
  7. სტატისტიკა (6 კრედიტი)
  8. კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სამართალი (6 კრედიტი)
  9. სტრატეგიული მენეჯმენტი (6 კრედიტი)
  10. პერსონალის მართვა საჯარო სამსახურში (6 კრედიტი)
 
სპეციალიზაციის საგნები (ზოგადი პროფილის)
  1. საჯარო პოლიტიკის ანალიზი (6 კრედიტი)
  2. საგადასახადო სამართალი (6 კრედიტი)
  3. პროგრამის შეფასება (6 კრედიტი)
  4. სოციალური პოლიტიკა (6 კრედიტი)
  5. საერთაშორისო ორგანიზაციები (6 კრედიტი)
სპეციალიზაციის საგნები (თვითმმართველობის ორგანოთა მართვა)
  1. ადგილობრივი თვითმმართველობა (6 კრედიტი)
  2. ადგილობრივი ფინანსები/ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება (6 კრედიტი)
  3. ურბანული პოლიტიკა (6 კრედიტი)
  4. გეო-ინფომაციული სისტემები (გის) (6 კრედიტი)
  5. წარმომადგენლობითი დემოკრატია (6 კრედიტი)
სამაგისტრო ნაშრომი ( 30 კრედიტი)
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ბოლო ეტაპია სამაგისტრო ნაშრომის მომზადება და დაცვა. სამაგისტრო ნაშრომის თემის შერჩევა ხდება სტუდენტის პროფესიული ინტერესის გათვალისწინებით, რის შემდეგაც სტუდენტს დაენიშნება თემის ხელმძღვანელი. თემის ხელმძღვანელთან ინდივიდუალური ლექცია სემინარებისა და კვლევის წარმოების შედეგად სტუდენტი ამზადებს და იცავს სამაგისტრო ნაშრომს.
 
სტაჟირება
სახელმწიფო მმართველობის სკოლა უზრუნველყოფს სტუდენტებს სტაჟირებით სახელმწიფო ორგანოებში, საერთაშორისო/არასამთავრობო ორგანიზაციებში და სახელმწიფო მართვაში მონაწილე კერძო კომპანიებში. სტაჟირების გზით სტუდენტებს საშუალება ეძლევათ თეორიულთან ერთად მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში და დაამყარონ პროფესიული კავშირები. სტაჟირების გავლა ხდება სამაგისტრო პროგრამის ბოლო სემესტრში, როდესაც სტუდენტი უკვე კარგადაა თეორიულად მომზადებული და შეუძლია აუდიტორიაში მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება. სტუდენტების სტაჟირებაზე გაგზავნა ხდება მათი პროფესიული და აკადემიური ინტერესების გათვალისწინებით (საქართველოს უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ორმოცზე მეტი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი სხვადასხვა სახელმწიფო, კერძო თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტს აირჩიოს ის ორგანიზაცია,  რომლის საქმიანობითაც არის დაინტერესებული. იმ შემთხვევაში, თუკი სტუდენტისთვის სასურველი ორგანიზაცია არ არის უნივერსიტეტის კონტრაქტორი, სტუდენტს შეუძლია განცხადებით მიმართოს სკოლის დირექტორს, რის შემდეგაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აწარმოებს მოლაპარაკებას სტუდენტის მიერ არჩეულ ორგანიზაციასთან). სტუდენტებს, რომლებიც მუშაობენ სრულ განაკვეთზე შეუძლიათ გადაავადონ, ან გააუქმონ სტაჟირება მოთხოვნის შემთხვევაში.
ორგანიზაციები, სადაც სახელმწიფო მმართველობის სტუდენეტბმა გაიარეს სტაჟირება: