|
2008 – 2009 სასწავლო წლის პირველი სემესტრისათვის სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე გადაყვანის წესით ჩარიცხვისთვის გამოყოფილია ვაკანტური ადგილები შემდეგ ფაკულტეტებზე:
• ეკონომიკა და ბიზნესი - 20 ადგილი;
• ინფორმაციული და საინჟინრო ტექნოლოგიები - 10 ადგილი;
• პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები - 10 ადგილი;
• ჟურნალისტიკა - 10 ადგილი;
• სამართალი - 10 ადგილი;
• ჰუმანიტარული მეცნიერებანი - 10 ადგილი.
გადმოსვლის მსურველმა სტუდენტებმა ა.წ. 11 ივლისამდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- ამონაწერი უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის ბრძანებიდან
- სტუდენტის სასწავლო ბარათი
- სკოლის ატესტატის ასლი
- ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლით უ.ს.დ-ში ჩარიცხვის სერთიფიკატის ასლი
- პირადობის მოწმობის ასლი
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟების შემთხვევაში)
- ერთი ფოტო 3X4
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საქართველოს უნივერსიტეტის საბაკალავრო სწავლების ოფისს:
მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას გამზ. 77ა, ოთახი 302
ტელეფონი: 36 46 65 (შიდა 34)
ან იხილეთ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდი www.nea.ge |