English Version
გამოიწერეთ სიახლეები

ვებ.ფოსტა

სახელი
პაროლი  

 
best tracker

 

 












 
უნივერსიტეტი ლიცენზირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს #413 და 2005 წლის 15 დეკემბრის ¹696 ბრძანებებით;
 
უნივერსიტეტი აკრედიტებულია:
I. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 26 აგვისტოს #2-19/334 გადაწყვეტილებით 2005 წლისათვის,  I კურსზე მისაღები კონტინგენტის რიცხვი განისაზღვრა 97 სტუდენტით.
 
II. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 21 დეკემბრის #2-19/364 გადაწყვეტილებით 2006 წლისათვის I კურსზე მისაღები კონტინგენტის რიცხვი განისაზღვრა 161 სტუდენტით.
 
III 2007  წლის 2 ოქტომბრის აკრედიტაციის საბჭოს #08/ს გადაწყვეტილებით სტუდენტთა საერთო რაოდენობა განისაზღვრა 1473 სტუდენტით.

 

სტუდენტური წესდება  -   წარმოადგენს  გზამკვლევს და აღწერს საუნივერსიტეტო წესდების მხოლოდ იმ ძირითად  მუხლებს რისი ცოდნაც, ჩვენი აზრით,  აუცილებელია უნივერსიტეტის სტუდენტთათვის. ყველა სხვა საკითხი რეგულირდება საუნივერსიტეტო წესდების საშუალებით.
სარჩევი:                                                                                                                           
თავი 1.   სტუდენტის უნივერსიტეტში მიღება-რეგისტრაცია
§1. სტუდენტთა უნივერსიტეტში მიღება 
§2. სტუდენტთა სასწავლო წელზე რეგისტრაცია
§3. სტუდენტთა მიერ უნივერსიტეტთან ხელშეკრულებისგაფორმება 
§4. სტუდენტთა მიერ უნივერსიტეტში სწავლის შეწყვეტა კონტრაქტის გაუქმება
§5. სტუდენტის უნივერსიტეტში აღდგენისა და სწავლის განახლების შემთხვევები
§6. სტუდენტთა საიდენტიფიკაციო ნომერი და საიდენტიფიკაციო ბარათი
§7. სტუდენტთა მობილობის წარმართვა
თავი 2.  უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო პროცესი
§1. უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობა   
§2. საკრედიტო სისტემა
§3. სასწავლო და სალექციო დროის განაწილება
§ 4. უქმე დღეები და არდადეგები
§. 5. საზაფხულო სემესტრი
§ 6. სტუდენტის მიერ ლექციების გაცდენა
§ 7. სემესტრული გამოცდები
§ 8. შეფასების სისტემა 
თავი 3. საბაკალავრო/სამაგისტრო   ნაშრომების დაცვა
თავი 4. საუნივერსიტეტო (მოსამზადებელი) კურსები
თავი 5 . სწავლების ენა და უცხო ენების სწავლება სუ-ში   
 თავი 6.   თავისუფალი მსმენელი
თავი 7.    კრედიტების და სერთიფიკატების გაცემა
თავი 8.  სხვადასხვა ინფორმაცია
§ 1. სტუდენტთა სტაჟირება და დასაქმება
§ 2. საუნივერსიტეტო სამსახურები, საკლასო ოთახები, სხვადასხვა მომსახურება
თავი 9  - სტუდენტური ორგანიზაციები  
თავი 10.  საუნივერსიტეტო სამსახურები
§ 1. იურიდიული მომსახურება
§ 2. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
§ 3. უნივერსიტეტის დaცვისა დa უსაფრთხოების დეპარტამენტი
§ 4.  სასწავლო ინფორმაცია - პროგრამების მენეჯერები
§ 5. კანცელარია
§ 6. საუნივერსიტო ბიბილიოთეკა
§ 7. მედია სერვისი
§ 8. IT ცენტრი და ინტერნეტით სარგებლობა
§ 9.  ლინგაფონური ცენტრი
§ 10. ექიმის კაბინეტი
§ 11. უნივერსიტეტის სასადილო
§ 12. წიგნებისა და საკანცელარიო საქონლის მაღაზია
თავი 11.   სტუდენტები და საუნივერსიტეტო სწავლება
თავი 12 . საქართველოს უნივერსიტეტის ღირსების კოდექსი
$1. პრეამბულა 
§2. აკადემიური ღირსება და კეთილსინდისიერება
§3. უნივერსიტეტში ქცევის დისციპლინარული  კოდექსი
§4. სანქციები და დისციპლინარული კომისია 
 
 
 
თავი 1.   სტუდენტის უნივერსიტეტში მიღება-რეგისტრაცია
 
§1. სტუდენტთა უნივერსიტეტში მიღება 
 
1. 1. სამაგისტრო პროგრამებზე მიღება:
1. 1. 1. მაგისტრანტების უნივერსიტეტში მიღებას წარმართავს სამაგისტრო სწავლების მენეჯერი და მისი ოფისი. 
1. 1. 2. სამაგისტრო პროგრამებზე მიღება ხდება წელიწადში სამჯერ:
·         საზაფხულო მიღება: ივნისში შემოდგომის სემესტრისათვის (1 სექტემბერი – 22 დეკემბერი)
·         საშემოდგომო მიღება: ნოემბერში გაზაფხულის სემესტრისათვის (1 თებერვალი – 30 მაისი);
·         საგაზაფხულო მიღება: აპრილში ზაფხულის სემესტრისათვის (1 ივნისი – 31 ივლისი)
·         გამონაკლისის სახით უნივერსიტეტის რექტორი უფლებამოსილია დაადგინოს სამაგისტრო         პროგრამებზე მიღების განსხვავებული ვადები.
1. 1. 3. მსურველები მიღებისას გადიან შემდეგ 4 ეტაპს:
საბუთების შემოტანა (ა);
ტესტირება (ბ);
უნივერსიტეტთან ხელშეკრულების/კონტრაქტის გაფორმება (დ).
სემესტრზე ან საგნებზე დარეგისტრირება (გ);
1. 1. 4. საბუთების შემოტანა:
სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველებმა უნდა: 
           წარმოადგინონ:              ბაკალავრის დიპლომის დედანი და ასლი,
                                                                        ორი ფოტოსურათი 3X4; 
           შეავსონ:                            სპეციალური განაცხადი-აპლიკაცია. 
განაცხადის ფორმა შეგიძლიათ ამოიღოთ საუნივერსიტეტო ვებ-გვერდიდან: www.ug.edu.ge
1. 1. 5. ტესტირება:
სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველებმა წარმატებით უნდა გაიარონ სპეციალური საუნივერსიტეტო სამაგისტრო ტესტური გამოცდა. ტესტური გამოცდა წარმოებს: 
ა. ინგლისურ ენაში; 
ბ. სპეციალობების მიხედვით: 
 საუნივერსიტეტო სამაგისტრო წერითი ტესტი (საუნივერსიტეტო GRE ); 
 საუნივერსიტეტო სამაგისტრო ტესტი მენეჯერთათვის (საუნივერსიტეტო GMAT).
 
ტესტის ნიმუშები შეგიძლიათ ამოიღოთ საუნივერსიტეტო ვებ-გვერდიდან: www.ug.edu.ge
 
1. 2. ბაკალავრების  და უმაღლესი პროფესიული სწავლების სტუდენტების მიღება
საბაკალავრო და უმაღლესი პროფესიული სწავლების მენეჯერი წარმართავს ეროვნული გამოცდებით უნივერსიტეტში ჩარიცხული ბაკალავრების მიღებას. 
მას შემდეგ, რაც აბიტურიენტები ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს და ჩაირიცხებიან სუ-ში მათ უნდა:
⇒ შემოიტანონ სუ-ში საბუთები (ა),
⇒გააფორმონ ხელშეკრულება (კონტრაქტი) უნივერსიტეტთან (ბ).
⇒დარეგისტრირდნენ სასწავლო წელზე (გ), 
1. 2. 1. საბუთების შემოტანა:
სუ-ში საბაკალავრო და უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტი ვალდებულია 
წარმოადგინოს:         ეროვნული გამოცდების ცენტრის სერთიფიკატი,
სკოლის ატესტატი - დედანი,
პირადობის მოწმობა – ასლი,
 4 ფოტოსურათი 3X4;  
 შეავსოს:
 სპეციალური განაცხადი-აპლიკაცია. 
 განაცხადის ფორმა შეგიძლიათ ამოიღოთ საუნივერსიტეტო ვებ-გვერდიდან: www.ug.edu.ge
 
 
§2. სტუდენტთა სასწავლო წელზე რეგისტრაცია
 
2. 1. სარეგისტრაციო პროცედურა მაგისტრანტებისათვის
2. 1. 1. სემესტრზე ან საგანებზე დარეგისტრირება
სემესტრზე ან საგანებზე დარეგისტრირება გულისხმობს:
·         დარეგისტრირებას საგანზე, ანუ სემესტრში განსაზღვრული საგნების მთლიანად ან ნაწილობრივ აღებას;
·         სწავლის საფასურის გადახდას სემესტრის, ან აღებული (დარეგისტრირებული) საგნების მიხედვით.
·         დარეგისტრირება წარმოებს სამაგისტრო პროგრამების მენეჯერთან.
·         სამაგისტრო საგნებზე  მითითებულ ვადებში დარეგისტრირება სავალდებულოა, როგორც ახლად მოსული, ისე, საერთოდ, უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისათვის, მათ შორის სტუდენტებისათვის რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ფიქრობენ აკადემიური სემესტრის, ან წლის აღებას: რეგისტრაციის გარეშე სტუდენტი ამოირიცხება სასწავლებლიდან და, შესაბამისად ვერც აკადემიურ შვებულებას ვერ აიღებს. აკადემიურ შვებულებაში გასულ სტუდენტს რეგისტრაციაში გადახდილი თანხა ენახება. შესაბამისად, შვებულებიდან გამოსვლის შემდეგ სტუდენტი იმ შემთხვევაში თუ საგნის და პროგრამის ღირებულება გაიზარდა, გადაიხდის მხოლოდ განსხვავებას.
·         საგნად ითვლება 6 კრედიტიანი მოდული
2. 1. 2. დარეგისტრირების ვადები:
 სემესტრის დასახელება
დარეგისტრირების ვადები
 
სემესტრის ხანგრძლივობა
შემოდგომის სემესტრი
1/06- ბოლო ვადა - 30 ივნისი, 
 
1 სექტ. – 30 დეკემბერი
საგაზაფხულო სემესტრი
1/12 - ბოლო ვადა - 30 დეკემბერი
 
1 თებერვალი– 31 მაისი
საზაფხულო სემესტრი
1/06 - ბოლო ვადა – 30 მაისი
1 ივნისი – 31 ივლისი
2. 1. 3. დარეგისტრირების ვადის, ერთი დღით გადაცილებასაც კი მოსდევს ჯარიმა!
2. 1. 4. სწავლის საფასური და მისი გადახდის წესი
 სწავლის საფასური თითოეული სასწავლო წლისათვის განისაზღვრება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ, მაგრამ ეს ცვლილება არ ვრცელდება იმ სტუდენტებზე, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლობენ და, რომელთანაც გაფორმებული აქვს უნივერსიტეტს ხელშეკრულება/კონტრაქტი. 
 სამაგისტრო სწავლების სტუდენტები სწავლის საფასურს იხდიან დარეგისტრირებული საგნების რაოდენობის მიხედვით. 
2. 1. 5. სამაგისტრო პროგრამებზე დარეგისტრირებული საგნების მინიმალური რაოდენობა 
სემესტრში დარეგისტრირებული საგნების მინიმალური რაოდენობაა - 3 საგანი. 3-ზე ნაკლები საგნის აღების შემთხვევაში სტუდენტს ენიჭება თავისუფალი მსმენელის სტატუსი (იხ. თავისუფალი მსმენელი).
2. 1. 6. დარეგისტრირებული საგნების ოდენობის შეცვლა 
2. 1. 6. 1. სტუდენტს უფლება აქვს სემესტრის დაწყებიდან მხოლოდ 2 (ორი) კვირის განმავლობაში შეცვალოს, გააუქმოს ან დაამატოს საგნის რეგისტრაცია. აღნიშნულ შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ დააფიქსიროს აღნიშნული ცვლილება სამაგისტრო პროგრამის მენეჯერთან, ცვლილების ფორმის ხელმოწერით, რაც რეგისტრაციის ფორმა-ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის ტოლფასია. რეგისტრაციის ცვლილება არ ვრცელდება ანგარიშსწორების ვადაზე.
2. 1. 6. 2. სწავლის დაწყების პირველ კვირას (საგანში ჩატარებული პირველი ლექციის შემდეგ) სტუდენტს უფლება აქვს გააუქმოს მოცემული საგანი:
თუ სტუდენტი დარეგისტრირებული იყო 3-ზე მეტ საგანზე (4, 5) მას შეუძლია გაუქმებული საგნისათვის გადახდილი თანხა, მისი სურვილისამებრ, გადაიტანოს კრედიტად შემდეგი სემესტრისთვის, ან უკან მიიღოს იგი სრულად, რეგისტრაციაში ცვლილების შეტანიდან 1 კვირის ვადაში.
თუ სტუდენტი დარეგისტრირებული იყო მხოლოდ 3 საგანზე, მას შეუძლია შეანაცვლოს საგანი და აიღოს სკოლის დირექტორთან, ან პროგრამის ხელმძღვანელთან შეთანხმებით ნებისმიერი პროგრამული საგანი (ძირითადი, თუ არჩევითი კურსი), რომელიც იკითხება აღნიშნულ სემესტრში.
2. 1. 9. 3. სწავლის დაწყების მეორე კვირას (საგანში ჩატარებული მე-2 ლექციის შემდეგ) სტუდენტს უფლება აქვს გააუქმოს მოცემული საგანი და გაუქმებული საგნისათვის გადახდილი თანხა, გადაიტანოს კრედიტად შემდეგი სემესტრისთვის.
2. 1. 9. 4. თუ სტუდენტი სწავლის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში განიზრახავს აიღოს და დარეგისტრირდეს დამატებით საგანზე, მან აღნიშნული საგნის/ების ღირებულება უნდა გადაიხადოს 5 საბანკო დღის განმავლობაში.
2. 1. 7. საგანზე დარეგისტრირებულთა შესაძლო ოდენობა     
 თითოეულ საგანზე დარეგისტრირებულ მაგისტრანტთა რაოდენობა შეზღუდულია (25 კაცი) 
 იმ შემთხვევაში თუ მაგისტრანტი დროულად არ დარეგისტრირდება მისთვის სასურველ საგანზე, მან უნდა გააკეთოს არჩევანი იმ ძირითადი, თუ არჩევითი კურსებიდან,  რომლებზეც დარჩება თავისუფალი ადგილი. 
 თუ საგანზე დარეგისტრირების მსურველთა რიცხვი 30 კაცს აღემატება, შედგება ორი ჯგუფი და, შესაბამისად, საგანზე დარეგისტრირებას შესძლებს 30-50 სტუდენტი
 
2 2. სარეგისტრაციო პროცედურა ბაკალავრებისა და უმაღლესი პროფესიული სწავლების სტუდენტებისათვის.
2. 2. 1. სასწავლო წელზე დარეგისტრირება ბაკალავრისათვის გულისხმობს: სწავლის საფასურის გადახდას ერთიანად მთელი წლისათვის. სტუდენტი-ბაკალავრი რეგისტრირდება ერთხელ, სასწავლო წლის დაწყების წინ და რეგისტრირდება მთელ სასწავლო წელზე.
2. 2. 2. დარეგისტრირება წარმოებს საბაკალავრო სწავლების მენეჯერთან.
2. 2. 2. სასწავლო წელზე დარეგისტრირება უნდა მოხდეს მითითებულ ვადებში:
 საბაკალავრო და უმაღლესი პროფესიული სწავლების პირველი კურსის სტუდენტებისათვის. (ანუ ახლადჩარიცხულებისათვის) დარეგისტრირების ვადებია: 15 სექტემბერი;
 უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე მოსწავლე II, III და IV კურსის ბაკალავრებისათვის დარეგისტრირების ვადებია: 25. 05 – 15. 06. ბოლო ვადაა –15 ივნისი.
ბაკალავრები, რომლებიც იღებენ საზაფხულო სემესტრს (ივნისს/ივლისი), ზაფხულის სემესტრისათვის რეგისტრირდებიან: 15. 05 – 30. 05 ბოლო ვადაა – 30 მაისი(იხ. თავი VI, §2.; 2.4. ჯარიმები, 2.4.4); ზაფხულის სემესტრის ამღები სტუდენტები ახალ სასწავლო წელზე (შემოდგომა-გაზაფხულის სემესტრი) რეგისტრირდებიან არა უგვიანეს 20. 07, ანუ 20ივლისი.
ზაფხულის სემესტრზე რეგისტრირება სტუდენტებს უწევთ ფინალური გამოცდების შედეგების  გაგებამდე. რამაც არ უნდა შექმნას დისკომფორტი: სტუდენტი რეგისტრირდება საზაფხულო სემესტრზე იმ საგნებში, რომლებშიც ფიქრობს, რომ ვერ დააგროვებს გამსვლელ ქულებს, ან იმ შემთხვევაში, როდესაც ფიქრობს, რომ ვერ აგროვებს საჭირო GPA-ის. ფინალური გამოცდების შედეგების გაგების შემდეგ, თუ აღმოჩნდა, რომ სტუდენტს უგროვდება საჭირო ქულა, მას უპრობლემოდ უუქმდება საზაფხულო სემესტრზე რეგისტრაცია ან ეცვლება საგნების ოდენობა და გადახდილი თანხა გამოაკლდება მის მომდევნო სასწავლო წელზე რეგისტრაციის თანხას. რეგისტრაციის გარეშე სტუდენტი არ დაიშვება საზაფხულო სემესტრზე და გამოცდების საბოლოო შედეგის მომლოდინე სტუდენტი შეიძლება აღმოჩნდეს გარიცხვის საფრთხის წინაშე.
საზაფხულო სემესტრზე დამატებითი რეგისტრაცია - 1 -7 ივლისი - დასაშვებია მხოლოდ იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა დაეგროვებინათ საგაში გამსვლელი ქულა, მაგრამ ფინალურ გამოცდაზე ჩაიჭრნენ.
არეგისტრაციო პროცედურა ბაკალავრებისა და უმაღლესი პროფესიული სწავლების სტუდენტებისათვის.
 
saswavlo wlis xangrZlivoba
ბაკალავრები კურსების მიხედვით
დარეგისტრირების ვადები
 
სასწავლო სემესტრი
 
 
I კურსელებისათვის
1-15  სექტემბერი 
შემოდგომა-გაზაფხული
1/15. 09-24/30. 05
II,III,IV კურსელებისათვის
25. 05 –15. 06. 
შემოდგომა-გაზაფხული
1/15. 09-24/30. 05
ჩამორჩენილი სტუდენტების რეგისტრაცია
ზაფხულის სემესტრზე
15/05 - ბოლო ვადა – 30 მაისი
1/7 ივნისი – 20 ივლისი
 
ახალ სასწავლო წელზე
15.07 – 20.07
შემოდგომა-გაზაფხული
1/15. 09-24/30. 05
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
2. 4. ჯარიმები
 2. 4. 1. დარეგისტრირების ვადის გადახდის ერთი დღით გადაცილებასაც კი, როგორც ბაკალავრის ისე მაგისტრანტისა თუ დოქტორანტისათვის, მოსდევს ჯარიმა.: რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგი დღიდან პირველი 4 კვირის განმავლობაში ჯარიმა შეადგენს: ყოველ გადაცდენილ კვირაზე სტუდენტის წლიური გადასახადის 1%-ს, რაც 4 კვირის თავზე იქცევა წლიური გადასახადის 4%-ად.  (წლიურ გადასახადად ითვლება 10 საგნის ის ღირებულება, რომელიც მისი კონტრაქტითაა განსაზღვრული). 
2. 4. 2. სარეგისტრაციო თანხის (ან ჯარიმების) გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტი გაირიცხება უნივერსიტეტიდან.
2. 4. 3. განსაკუთრებულ შემთხვევებს განიხილავს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რომელსაც უნდა მიმართოთ განცხადებით.
2.4.4. საჯარიმო სანქციების სისტემა არ ვრცელდება საზაფხულო სემესტრზე. სტუდენტს, რომელიც არ გადაიხდის თნხას 30 მაისის ჩათვლით, რეგისტრაცია უუქმდება და ის პროგრამაზე არ დაიშვება.
    
§3. სტუდენტთა მიერ უნივერსიტეტთან ხელშეკრულების (კონტრაქტის) გაფორმება 
 
3. 1. მაგისტრანტი საუნივესიტეტო მისაღები გამოცდების წარმატებიოთ ჩაბარებისა და სარეგისტრაციო პროცედურის გავლის,  ბაკალავრი  და უმაღლესი პროფესიული სწავლების სტუდენტი ეროვნული გამოცდებით უნივერსიტეტში ჩარიცხვისა და სარეგისტრაციო პროცედურის გავლის, ხოლო სტუდენტი დოქტორანტი საბუთებისა და განაცხადის შემოტანისა და სარეგისტრაციო პროცედურის გავლის შემდეგ, აფორმებს უნივერსიტეტთან ხელშეკრულებას (კონტრაქტს). 
3. 2. ხელშეკრულება სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის იდება ერთხელ და ის მოქმედებს უნივერსიტეტში სტუდენტის სამაგისტრო/საბაკალავრო/სადოქტორო, სწავლების მთელ სიგრძეზე. შესაბამისად, არ ექვემდებარება გადასინჯვას არც სწავლების ის ღირებულება, რომელიც აღნიშნულია ხელშეკრულებაში მისი ხელმოწერის დროს.  
3. 3. განსაკუთრებული შემთხვევები, როგორიცაა «აკადემიურის აღება», სწავლიდან ხანგრძლივი დროით გამოთიშვა, ისევე, როგორც ჩავარდნილი საგნების ხელახლა აღება; ან სხვადასხვა მიზეზით სადოქტორო პროგრამისათვის განკუთვნილი ვადების დარღვევა და. ა. შ. კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებში არ თავსდება და მათ არეგულირებს საუნივერსიტეტო წესდების შესაბამისი მუხლები.
3.4  უნივერსიტეტთან ხელშეკრულებას სტუდენტი აფორმებს შესაბამისი სასწავლო მენეჯერის ოფისში.   
 
§4. სტუდენტთა მიერ უნივერსიტეტში სწავლის (რეგისტრაციისშეწყვეტა კონტრაქტის გაუქმება
 
4. 1.. მაგისტრატურაში სწავლის (რეგისტრაციის) შეწყვეტა კონტრაქტის გაუქმება
4. 1. 1. სტუდენტი-მაგისტრანტი, რომელიც საკუთარი სურვილისამებრ გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას, რეგისტრაციიდან სემესტრის დაწყებამდე პერიოდში, სანახევროდ უნაზღაურდება სწავლის საფასური თუ ის დარეგისტრირებული იყო ხუთივე სამაგისტრო საგანზე და, შესაბამისად, გადახდილი ჰქონდა ხუთივე საგნის, ანუ სემესტრის სრული ღირებულება.
4. 1. 2. თუ სტუდენტი დარეგისტრირებული იყო მხოლოდ სამ საგანზე, მას უნაზღაურდება ერთი საგნის თანხა. 
4. 1. 3. სწავლის შეწყვეტის დღედ ითვლება დღე, როდესაც შესაბამისი სწავლების მენეჯერი მიიღებს სტუდენტიდან წერილობით განცხადებას სწავლის შეწყვეტის შესხებ. სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში სტუდენტს გადასახადი არ უნაზღაურდება.   
4. 1. 4. გადასახადი არ უბრუნდებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც წყვეტენ სწავლას დისციპლინური ნორმების დარღვევის ან აკადემიური მოუსწრებლობის გამო, ანუ ირიცხებიან უნივერსიტეტიდან ადმინისტრაციის განკარგულებით.
4. 1. 5. უნივერსიტეტი შეუწყვეტს სტუდენტს რეგისტრაციას და გააუქმებს კონტრაქტს, თუ სტუდენტი - უნივერსიტეტის წესდებით დადგენილ, ან გამონაკლის შემთხვევებში, სტუდენტისავე თხოვნით, ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ვადებში არ დაფარავს უნივერსიტეტის წინაშე  დაგროვილ დავალიანებას. 
 
 
4. 2. ბაკალავრებთან  და  უმაღლესი პროფესიული სწავლების სტუდენტებთან (რეგისტრაციის) შეწყვეტა კონტრაქტის გაუქმება
4. 2. 1. ბაკალავრებს და უმაღლესი პროფესიული სწავლების სტუდენტს, რომელიც საკუთარი სურვილისამებრ გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას, რეგისტრაციიდან სწავლის დაწყებამდე პერიოდში, უნაზღაურდება სწავლის საფასურის 2 მესამედი, იმ შემთხვევაში თუ მას გადახდილი ჰქონდა ათივე საგნის, ანუ წლის სრული ღირებულება.
4. 2. 2. ბაკალავრებს, ან უმაღლესი პროფესიული სწავლების სტუდენტებს, რომელიც საკუთარი სურვილისამებრ გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას, სასწავლო წლის დაწყებიდან 5 კვირის განმავლობაში, ანუ I შუალედური გამოცდების ჩატარებამდე პერიოდში, უნაზღაურდება სწავლის საფასურის ნახევარი, იმ შემთხვევაში თუ მას გადახდილი ჰქონდა ათივე საგნის, ანუ წლის სრული ღირებულება.
4. 2. 3. ბაკალავრებს, ან უმაღლესი პროფესიული სწავლების სტუდენტებს,  რომელიც საკუთარი სურვილისამებრ გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას სასწავლო წლის დაწყებიდან 5 კვირის, ანუ I შუალედური გამოცდების ჩატარების შემდეგ, გადასახადი არ უნაზღაურდება.  
4. 2. 4.  უნივერსიტეტი რიცხავს ბაკალავრს, ან უმაღლესი პროფესიული სწავლების სტუდენტებს,  და აუქმებს მასთან კონტრაქტს ამ უკანასკნელის აკადემიური მოუსწრებლობის გამო, ანუ თუ სტუდენტის GPA შეადგენს 66 ქულაზე ნაკლებს (1.6) პირველი სასწავლო წლის დამამთავრებელი სტუდენტისათვის და 70 ქულაზე ნაკლებს (2) მე-2, მე-3 და მე-4 სასწავლო წლის დამამთავრებელი სტუდენტისათვის (იხ. აგრეთვე თავი VII,  $8).
4.2.4.1  GPA მარტივად გამოითვლება სტუდენტის მიერ სასწავლო წლის ბოლოს (საზაფხულო სემესტრის გარეშე) დაგროვილი ჯამური ქულის გაყოფით 10 საგანზე (საგნად იგულისხმება 6 კრედიტიანი მოდული ან მოდულთა ერთობლიობა, რომელიც 6 კრედიტს შეადგენს). ქულების ანგარიშის დროს არ ჩაითვლება იმ საგნების ქულები, რომლებშიც სტუდენტმა ვერ გადალახა (ანუ მიიღო 60 ქულაზე ნაკლები) და, შესაბამისად, რომელ საგნებშიც მას არ მიენიჭა კრედიტი.
4.2.4.2 სტუდენტ ბაკალავრს, რომელიც ირიცხება უნივერსიტეტიდან და რომელთანაც უნივერსიტეტი წყვეტს კონტრაქტს აკადემიური მოუსწრებლობის გამო, აქვს უფლება აიღოს GPA-ის გამოსწორებლად საზაფხულო სემესტრი.
4. 2. 5. სტუდენტებს, რომლებთანაც უნივერსიტეტი აუქმებს კონტრაქტს მათი აკადემიური მოუსწრებლობის, ან დისციპლინური ნორმების დარღვევის გამო, გადასახადი არ უბრუნდებათ.
 
4. 3. ზოგადი დებულებები  
 სწავლის შეწყვეტის დღედ ითვლება დღე, როდესაც შესაბამისი სწავლების მენეჯერი მიიღებს სტუდენტიდან წერილობით განცხადებას სწავლის შეწყვეტის შესხებ. 
 გადასახადი არ უბრუნდებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც წყვეტენ სწავლას დისციპლინური ნორმების დარღვევის გამო, ანუ ირიცხებიან უნივერსიტეტიდან ადმინისტრაციის განკარგულებით.
 უნივერსიტეტი შეუწყვეტს სტუდენტს რეგისტრაციას და გააუქმებს კონტრაქტს, თუ სტუდენტი შესაბამის ვადებში  არ დაფარავს უნივერსიტეტის წინაშე  დაგროვილ დავალიანებას. 
 
§5. სტუდენტის უნივერსიტეტში აღდგენისა და სწავლის განახლების შემთხვევები
 
5. 1. სტუდენტი, რომელიც დაფარავს  დავალიანებას და გადაიხდის ჯარიმას, მისი სურვილის შესაბამისად, შესაძლოა აღდგეს უნივერსიტეტის სტუდენტად. ასეთ შემთხვევაში ის არ გაივლის ხელახლა მისაღებ გამოცდებს (მაგისტრატურაში), თუმცა მასთან უნივერსიტეტი აფორმებს ახალ კონტრაქტს სწავლების იმ საფასურით, რომელიც არის კონტრაქტის აღდგენის პერიოდისათვის.
5. 2. სასწავლო წელზე აღდგენა და სწავლის განახლება შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც იძულებულები იყვნენ შეეწყვიტათ სწავლა უბედური შემთხვევის, ავადმყოფობის, სამსახურებრივი მივლინების შემთხვევაში, თუ მათ დაწერეს თავის დროზე (სწავლის შეწყვეტის პერიოდში) განცხადება და ოფიციალურად მოითხოვეს დროებით სწავლის შეწყვეტა - აკადემიური შვებულება.
5. 3. სტუდენტს უფლება აქვს ავადყოფობის ან სხვა მიზეზის გამო აიღოს აკადემიური შვებულება. აკადემიური შვებულება სტუდენტმა შეიძლება აიღოს სემესტრულად – არა უმეტეს 2 სემესტრისა, ანუ ჯამურად 1 აკადემიური წლისა. 
5. 4. აკადემიური შვებულებით სარგებლობის მოსურნე სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უნივერსიტეტი სტუდენტისათვის სწავლის საფასურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს მხოლოდ სწავლების პროგრამით განსაზღვრული ვადის განმავლობაში.
5.4.1. აკადემიური შვებულების ასაღებად სტუდენტი უნდა დარეგისტრირდრს შემდეგ სემესტრზე, თუ წელზე, რათა დარჩეს უნივერსიტეტის წიაღში. დაურეგისტრირებელი სტუდენტი ექვემდებარება ამორიცხვას და, შესაბამისად, მასზე აკადემიური შვებულებაც ვერ გაფორმდება.
5.4.2. ახალ სასწავლო წელზე, ან სემესტრზე რეგისტრაციის შემდეგ აკადემიური შვებულების ამღები სტუდენტი აკადემიური შვებულებიდან გამოსვლისა და პროგრამაზე აღდგენის შემდეგ, გადაიხდის მხოლოდ იმ სხვაობას, რომელიც მისი აღდგენის პერიოდისათვის წარმოიქმნა მის მიერ გადახდილ რეგისტრაციის თანხასა და პროგრამის შესაძლო გაძვირების შემთხვევაში შემოღებულ ახალ სარეგისტრაციო ტარიფს შორის.
 
§6. სტუდენტთა საიდენტიფიკაციო ნომერი და საიდენტიფიკაციო ბარათი
 
6. 1. საიდენტიფიკაციო ნომერი
ყველა სტუდენტს რეგისტრაციის შემდეგ ეძლევა საიდენტიფიკაციო ნომერი. ეს ნომერი დაფიქსირებულია მის საიდენტიფიკაციო ბარათშიც. სტუდენტთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია (აკადემიური მოსწრება და ა. შ.) არის კონფიდენციალური და ამიტომ მათი საჯაროდ გამოცხადება ხდება არა გვარების, არამედ საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.
6. 2.  საიდენტიფიკაციო ბარათი 
სტუდენტები ვალდებულნი არიან თან ატარონ საიდენტიფიკაციო ბარათი და წარადგინონ ისინი უნივერსიტეტის თანამშრომლების (ძირითადად დაცვის თანამშრომლების) მოთხოვნისას.
უნივერსიტეტში, ინფორმაციულ ცენტრსა და ბიბლიოთეკაში შესასვლელად საჭიროა საიდენტიფიკაციო ბარათის ჩვენება, ვინაიდან საიდენტიფიკაციო ბარათის აღებისას ფიქსირდება სტუდენტის  ბიბლიოთეკისა თუ ცენტრის წევრობა. 
საიდენტიფიკაციო ბარათი უფასოა. იგი სტუდენტს ეძლევა სწავლის დაწყებისთანავე 1 კვირის გადაში. საინდიფიკაციო ბარათი სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული მომსახურეობით: ბიბლიოთეკით, საინფორმაციო ცენტრებით, სპორტული დარბაზით, სპორტული მოედნებითა და სხვა.
საიდენტიფიკაციო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, სტუდენტი ვალდებულია ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სწავლების მენეჯერს. ბარათის აღდგენამდე სტუდენტს გამოეწერება «მწვანე» დროებით საშვი 1 კვირის ვადით. სტუდენტი ვალდებულია აღადგინოს საინდიფიკაციო ბარათი და გადაიხადოს ჯარიმა 15 ლარის ოდენობით.
6. 3. სტუდენტის მიერ სახელისა და მისამართის გამოცვლა
სტუდენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს მისი სწავლების მენეჯერს, პირადობის მოწმობის, ბინის მისამართის და ტელეფონის ნომრის გამოცვლის შესახებ. სტუდენტის აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია. უნივერსიტეტი სტუდენტის შესახებ ინფორმაციას გასცემს მხოლოდ თავად სტუდენტის თანხმობის შემთხვევაში. უნივერისიტეტს აქვს ინფორმაციის გამხელის უფლება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი კანცელარიაში რეგისტრაციის დროს წინასწარ არ გამოთქვამს მასზე არსებული მონაცემების კონფიდენციალურად შენახვის სურვილს. ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტი სარეგისტრაციო ბლანკის შევსებისას შესაბამის ადგილას აკეთებს სპეციალურ ნიშნულს. სტუდენტის მიერ ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს 1 კვირის ვადაში, წინააღმდეგ სემთხვევაში სტუდენტის მიმართ გამოყენებულ იქნება ამ წესებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები, რაც არ ათავისუფლებს სტუდენტს ინფორმაციის წარდგენისაგან.
6.4 საიდენტიფიკაციო ბარათი სტუდენტმა უნდა აიღოს ბაკალავრიატისა და პროფესიული სწავლების მენეჯერთან; მაგისტრატურის სტუდენტებმა - მაგისტრატურის, დოქტორანტებმა კი - დოქტორანტთა ოფისში.
  
§7. სტუდენტთა მობილობის წარმართვა
 
7. 1. მაგისტრანტ-სტუდენტთა მობილობის წარმართვა
7. 1. 1. სამაგისტრო პროგრამებზე სხვა სასწავლებლებიდან სტუდენტთა გადმოსვლის, ისევე როგორც უნივერსიტეტის შიგნით სხვადასხვა პროგრამებზე, თუ სკოლებში გადასვლის პროცესს  წარმართავს სამაგისტრო სწავლების მენეჯერი. 
7. 1. 2.  პროცედურა:   მაგისტრანტი წერს განცხადებას სწავლების მენეჯერის სახელზე, სადაც აღნიშნულია, თუ რომელი პროგრამიდან და რომელი სკოლიდან სურს სტუდენტს გადასვლა რომელ სკოლაში და რომელ პროგრამაზე. სამაგისტრო სწავლების მენეჯერი მიმართავს შესაბამისი სკოლის და პროგრამის ხელმძღვანელს და გააცნობს მას სტუდენტის განცხადებას.  ისინი ერთად ჩაივლიან სტუდენტის განვლილ საგნებს და აღებულ კრედიტებს. ამის შემდეგ მენეჯერი და სკოლის დირექტორი, ან პროგრამის ხელმძღვანელი გააცნობენ სტუდენტს ახალ პროგრამაზე გადასვლის შემთხვევაში, რომელი საგნები და კრედიტები ჩაეთვლება მას და რომელი არა, ანუ რა საგნები ექნება სტუდენტს ასაღები ახალ პროგრამაზე გადმოსვლის შემთხვევაში. 
 
7. 2. ბაკალავრებისა  და უმაღლესი პროფესიული სწავლების სტუდენტთა მობილობის წარმართვა
საბაკალავრო და პროფესიული სწავლების მენეჯერი (შესაბამისი კანონმდებლობის გათვალისწინებით) წარმართავს სტუდენტ-ბაკალავრთა მობილობას:
7. 2. 1. სხვა სასწავლებლებიდან სტუდენტთა გადმოსვლა
სხვა უმაღლეს სასწავლებლებიდან სტუდენტთა გადმოსვლა უნდა განხორციელდეს სასწავლო პროგრამის დაწყებამდე, შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში. ამისათვის: საბაკალავრო სწავლების მენეჯერი სააკრედიტაციო სამსახურში განსაზღვრულ ვადებში აგზავნის ცნობას და მასალას საუნივერსიტეტო ვაკანსიების თაობაზე, განათავსებს ინფორმაციას საუნივერსიტეტო ვებ-გვერდზე; 
7. 2. 2. პროცედურა:
7. 2. 2. 1. გადმოსვლის მოსურნე სტუდენტი, მას შემდეგ რაც ნახავს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ინფორმაციას ვაკანსიების თაობაზე, წერილობით განაცხადით მიმართვს შესაბამისი სწავლების მენეჯერს, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში წარმართავს გადმოსვლის პროცესს: 
⇒ სწავლების მენეჯერი ქმნის გადმოსვლის კომისიას, რომელშიც შედიან იმ სკოლების დირექტორები, სადაც ხდება სტუდენტთა გადმოსვლა;
⇒ გადმოსვლის მსურველთა «ისტორიებს» აგზავნის სააკრედიტაციო სამსახურში; სკოლის დირექტორთან ერთად აკონტროლებს და აჯერებს გადმოსვლის მსურველი სტუდენტების პროგრამის, კრედიტებისა და განვლილი საგნების შესაბამისობას, 
⇒ ხელმძღვანელობს გადმოსვლის მსურველთა საუნივერსიტეტო ტესტირებას;
⇒ უძღვება უნივერსიტეტში მათი ჩარიცხვას.
⇒ გადმოსვლის პროცესის დასაწყებისას, თუ სტუდენტს დახურული არ აქვს იმ სასწავლებელში, საიდანაც გადმოდის, სასწავლო წელი ან სემესტრი, ანუ, შესაბამისად აქვს დარჩენილი დავალიანება (ჩავარდნილი საგნის სახით), ასეთუ სტუდენტი აღნიშნულ საგნებს გაივლის სუ-ში გადმოსვლის შემდეგ, იმ სემესტრში და იმ სტუდენტებთან ერთად რომლებსაც და როდესაც აქვთ გრაფიკით აღნიშნული საგანი. 
7. 2. 3. სხვა სასწავლებლებში სტუდენტთა გადასვლა. პროცედურა:
7. 2. 3. 1 გადასვლის მოსურნე სტუდენტი, მიმარათავს თავისი სკოლის დირექტორს და მიიღებს მისგან წერილობით თანხმობას გადასვლის შესახებ; 
7. 2. 3. 2. გადასვლის მოსურნე სტუდენტი სკოლის დირექტორის წერილობით თანხმობას წარუდგენს შესაბამისი სწავლების მენეჯერს, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში ეხმარება სტუდენტს გადასვლის პროცესის ტექნიკური თვალსაზრისით სწორად წარმართავაში; 
7. 2. 3. 3. გადასვლა სხვა უნივერსიტეტში უნდა განხორციელდეს სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ. 
7. 2. 4. სტუდენტთა შიდა მოძრაობა (ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლა). პროცედურა:
ერთი სკოლიდან (ფაკულტეტიდან) მეორეზე გადასვლის მოსურნე სტუდენტი იღებს წერილობით თანხმობას თავისი სკოლის დირექტორისაგან, ისევე, როგორც იმ სკოლოს დირექტორისაგან რომელ სკოლაშიც სურს გადასვლა და წარუდგენ სწავლების მენეჯერს.
სწავლების მენეჯერი სკოლის დირექტორთან ერთად ამოწმებს: პროგრამის შესაბამისობას, ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებულ საგნებთან. 
თავი 2.  უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო პროცესი
 
§1. უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობა
 
1. 1. სწავლების სხვადასხვა საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტურანტურა) უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობა სხვადასხვაა. 
საბაკალავრო სწავლების პროგრამით განსაზღვრული ვადაა 4 წელი, ანუ 8 სემესტრი;
სამაგისტრო სწავლების პროგრამით განსაზღვრული ვადაა 2 წელი, ანუ 4 სემესტრი;
სადოქტორო სწვლების პროგრამით განსაზღვრული ვადაა 3 წელი, ანუ 6 სემესტრი;
1. 2. საბაკალავრო, სამაგისტრო სწავლება შეიძლება გახანგრძლივდეს, თუ:
სტუდენტმა ვერ ჩააბარა რომელიმე საგანი და მას მოუწია კურსის ხელახლა აღება;
მაგისტრანტმა ან დოქტორანტმა, სამსახურის თუ სხვა მიზეზის გამო, აიღო სემესტრში განსაზღვრულზე ნაკლები საგნები, ანუ პროგრამაზე ან სემესტრზე დარეგისტრირდა ნახევარი განაკვეთით. 
სტუდენტი იძულებული გახდა აეღო აკადემიური შვებულება.
 
1. 2. სწავლების გახანგრძლივებასაც თავისი ვადა აქვს. უნივერსიტეტში სწავლის მაქსიმალური ვადაა: 
 ბაკალავრიატში - 6 წელი.;
 მაგისტრატურაში – 5 წელი; 
 დოქტურანტურაში – 6 წელი. `
§2. საკრედიტო სისტემა
 
2. 1. კრედიტი აღნიშნავს, თუ რა სიღრმით გაიარა სტუდენტმა ესა თუ ის კურსი, ანუ რა დრო იქნა დახარჯული სალექციო, სასემინარო თუ დამოუკიდებელ მუშაობაზე.
2. 2. საქართველოს უნივერსიტეტში მოქმედებს  თანამედროვე საკრედიტო სისტემა, რომელიც ეფუძნება ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებას.
2. 3. კრედიტების დაანგარიშების საფუძვლად აღებულია ევროპული სისტემა (ECTS): 
1 კრედიტი = 25 სთ. აქედან: 
5 სთ - სალექციო; 
14/16 სთ - სტუდენტის ინდივიდუალური და პრაქტიკული მუშაობა, პრეზენტაციების, რეფერატების მომზადება; 
4/6 სთ. – საგამოცდო: შუალედური  გამოცდა (ერთი, ან ორი) ფინალური გამოცდა.
საგნების უდიდესი ნაწილი სუ-ში 6 კრედიტიანია, მაგრამ არის 2, 3 და 4 კრედიტიანი საგნებიც. 
 
2. 4 საბაკალავრო კურსი-240 კრედიტი 
ხანგრძლივობა: 4 წელი, ანუ 8 სემესტრი;
მოცულობა: 
        ზოგადი კურსები:  120 კრედიტი; ძირითადად – I-IV სემესტრები;
        სპეციალური კურსები: 102 კრედიტი. ძირითადად - V-VIII სემესტრები 
        სტაჟირება-პრაქტიკა:  6 კრედიტი
        საბაკალავრო ნაშრომი: 12 კრედიტი   
 
2. 5. სამაგისტრო კურსი-120 კრედიტი
ხანგრძლივობა: 2 წელი, ანუ 4 სემესტრი
მოცულობა:  
ზოგადი კურსები -  30 კრედიტი; 
სპეციალური კურსები -  60 კრედიტი  
სამაგისტრო ნაშრომი: 30 კრედიტი, აქედან: ინდივიდუალური ლექცია-სემინარი ხელმძღვანელთან - 6 კრ.
კვლევა-სამაგისტრო ნაშრომის გაფორმება-დაცვა - 24 კრ.

2. 6. სადოქტორო კურსი 180 კრედიტი
ხანგრძლივობა:    3 წელი;
მოცულობა:  
ლექცია-სემინარები                  -  30 კრედიტი; -   10 კრედიტი წელიწადში; 
პედაგოგიური პრაქტიკა        - 18 კრედიტი  - 6 კრედიტი წელიწადში;
კონფერენცია/პროექტები       -  12 კრედიტი  - 4 კრედიტი წელიწადში;
პუბლიკაციები                          - 12 კრედიტი; - 4 კრედიტი წელიწადში;
კვლევა/დისერტაცია                               -   108 კრედიტი - 36 კრედიტი წელიწადში; 
 
§3. სასწავლო და სალექციო დროის განაწილება
 
3. 1. ლექციის ხანგრძლივობა
3. 1. 1. უნივერსიტეტის სასწავლო დღე იყოფა ლექციებად. ლექცია შედგება რამდენიმე (ერთი, ორი, სამი) ნაწილისაგან (თეორიული ნაწილი, პრაქტიკული-სემინარი), თითოეული ნაწილის ხანგრძლივობა - 60 წუთი, ანუ  ერთი ასტრონომიული საათია. 
3. 1. 2. ლექციების უმრავლესობა ორ ნაწილიანია (საათიანია). მთლიანობაში ერთი ლექციის ხანგრძლივობა დასვენებების ჩათვლით უმაღლეს პროფესიულ სწავლებასა და ბაკალავრიატში 130 წთ.-ია (120 წ. სალექციო, 10 წთ. დასვენება) 
მაგისტრატურაში სწავლება მიმდინარეობს საღამოს და ყოველდღიურად ტარდება მხოლოდ ერთი ლექცია, რომლის აბსოლუტური ხანგრძლივობა 135 წუთია. (120 წ. სალექციო, 15 წ. დასვენება)
ბაკალავრებსა და პროფესიული სწავლების სტუდენტებს უტარდებათ  1 ან 2 ლექცია, აქედან მეორე ლექცია შეიძლება იყოს 1 ნაწილიანი (ერთ საათიანი), მაგრამ შესაძლოა იყოს ორ საათიანიც. მეორე ლექცია ძირითადად არის უცხო ენაში, აგრეთვე ეს ლექციები ეთმობა პრაქტიკულ მეცადინეობებს და სემინარებს.
 
3. 1. 3. ბაკალავრების სალექციო დღე იწყება 900და მთავრდება 1340  საათზე. 
I ლექცია:                                                               II  ლექცია
I საათი (ნაწილი) 900- 1000                                      III საათი  1130- 1230
შესვენება  1000- 1010                                               შესვენება  1230- 1240 
II საათი   1010- 1110                                                 IV საათი  1240- 1340
დიდი შესვენება   1110- 1130                                                                                                                      
 
3. 2. სასწავლო და სალექციო დროის განაწილება 
3. 2. 1. მაგისტრატურაში:
სასწავლო დროის განაწილება სემესტრში
6 კრედიტი =25 კრ/სთ × 6 = 150 სასწავლო საათი; აქედან: 
30 - თეორიული/სალექციო; 
120 –  დისკუსია/სემინარი, ინდივიდუალური მუშაობა, პრეზენტაცია/გამოცდა
საგნის
დასახელება
ლექციების განაწილება კვირებად
 
 
ისტორია
I
კვ.
II
კვ.
III
კვ.
IV
კვ.
V
კვ.
VI
კვ.
VII
კვ.
VIII
კვ.
IX
კვ.
X
კვ.
XI
კვ.
XII
კვ.
XIII 
 კვ.
XIV კვ.
XV
კვ.
XVI
კვ.
XVII
კვ.
I
ლექ
II
ლექ.
III
ლექ.
IV
ლექ.
V
ლექ.
VI
ლექ.
VII
ლექ.
VIII
შ.გ.
IX
ლექ.
X
ლექ.
XI
ლექ.
XII
ლექ.
XIII
ლექ.
XIV
ლექ.
XV
ლექ.
XVI
რ. პ.
XVII
ფ. გ.
. .  ნიშნავს  ფინალურ გამოცდას;   . . -  შუალედურ გამოცდას;    .. - რეფერატების პრეზენტაციას
სალექციო დროის  განაწილება
ლექციის საერთო
ხანგრძლივობა
 
 
 
შესვენება
 
საკუთრივ სალექციო დრო- 2 ასტრონომ. სთ.(120 წთ.)
წერითი ჩათვლა
   (ქვიზი)
 თეორიული ნაწილი
 
დისკუსია
135 წუთი, ანუ 2 სთ./15 წთ.
15 წთ.
20- წთ
 1 სთ. და 20 წთ. (80 წთ.)
35 წთ.
 
 
 
3. 2. 2. ბაკალავრიატსა და უმაღლეს  პროფესიულ პროგრამებში
სასწავლო დროის განაწილება სემესტრში
6 კრედიტი =25 კრ/სთ × 6 = 150 სასწავლო საათი; აქედან:
30 - თეორიული/სალექციო;
120 –  დისკუსია/სემინარი, ინდივიდუალური მუშაობა, პრეზენტაცია/გამოცდა
საგნის დასახელებ.
I
კვ.
II
კვ.
III
კვ.
IV
კვ.
V
კვ.
VI
კვ.
VII
კვ.
VIII
კვ.
IX
კვ.
X
კვ.
XI
კვ.
XII
კვ.
XIII
კვ.
XIV   კვ.
XV
კვ.
XVI
კვ.
XVII
ფ.გ.
ისტორია
I
ლექ
II
ლექ
II
ლექ
IV
ლექ
V
ლექ
VI
ლექ
+
 I. შ.გ.
VI
ლექ
VIII
ლექ
IX.
ლექ
X
ლექ
XI
ლექ
+
 II შ.გ.
XII
ლექ
XIII
ლექ
XIV
ლექ
XV
ლექ
 
XVI
რ.პ
 
XVII
ფ.გ.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
. .  ნიშნავს  ფინალურ გამოცდას;   . . -  შუალედურ გამოცდას;  .. - რეფერატების პრეზენტაციას
 
სალექციო დროის  განაწილება
ლექციის საერთო ხანგრძლივობა
შესვენება
 
საკუთრივ სალექციო დრო-
120 ასტრონომ. წთ =2 საათს.