თუ სწავლა გინდა
   




კურსდამთავრებულები


საქართველოს უნივერსიტეტი ამაყობს საკუთარი კურსდამთავრებულებით. ბევრი მათგანი წამყვან კარიერულ პოზიციებზე ასახელებს უნივერსიტეტს, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კურსდამთავრებულების კარიერული წინსვლის აქტიურ ხელშეწყობას და მათ მონაწილეობას უნივერსიტეტის ცხოვრებაში.

ამ თვალსაზრისით, ჩვენი დასაქმების ხელშეწყობის სამსახური სისტემატიურად სთავაზობს კურსდამთავრებულებს ინფორმაციას შრომით ბაზარზე არსებული ვაკანსიების შესახებ და ტრენინგებს, კარიერული წინსვლისათვის საჭირო უნარების განსავითარებლად.

თუ ხართ საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, უნივერსიტეტის ცხოვრებაში ინტეგრაციის და სპეციალურად თქვენთვის გამოყოფილი სერვისებით სარგებლობის მიზნით, გთხოვთ გაიაროთ მარტივი   რეგისტრაცია.