კალენდარი


თარიღი აირჩიეთ ვიზიტის დრო ღონისძიება დეტალები
2 აპრილი ერთ დღიანი ტური უფლისციხეში გთავაზობთ ერთდღიან გასვლით ტურს უფლისციხეში ფასი შეადგენს :13 ლარს. მასში შედის: კვება,ფოტომომსახურება,ტრანსპირტირება. გავდივართ სააკაძის მოედნიდან 09:00 საათზე არ ვაგვიანებთ მოვინახულებთ უფლისციხესა და სამთავისს საღამოსთვის მოგვაქვს პლედები.
2 აპრილი ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია" საქართველოს უნივერსიტეტის კლუბი - "UG დიპლომატთა ლიგა" გიწვევთ ტრენინგზე: "ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია." ადამიანთა ერთობლივი ცხოვრებისა და აქტივობის აუცილებელ პირობას სწორედ კომუნიკაცია წარმოადგენს. ინფორმაციის გადაცემა ხდება, როგორც სიტყვების საშუალებით, ასევე სიტყვების გარეშეც, შესაბამისად ინფორმაციის გაცვლა მარტივი არაა და საჭიროებს მიმღებისგან ყურადღების მიქცევას, მოსმენას და ინფორმაციის გაგებას-შინაარსის წვდომას და სხვას. მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ სტუდენტებს. ტრენინგში მონაწილეობა არის უფასო. ტრენინგი არის ორდღიანი და ჩატარდება საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსში, 2 აპრილსა და 9 აპრილს 13:00 საათიდან 18:00საათამდე.
7 აპრილი უილიამ ლაჰიუ საქართველოს უნივერსიტეტში 7 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტს ეწვევა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, რომელიც გამართავს შეხვედრას სტუდენტებთან და ისაუბრებს ნატო-საქართველოს შორის მიმდინარე ურთიერთობებზე და დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობაზე საქართველოში.
7 აპრილი უილიამ ლაჰიუ საქართველოს უნივერსიტეტში 7 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტს ეწვევა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, რომელიც გამართავს შეხვედრას სტუდენტებთან და ისაუბრებს ნატო-საქართველოს შორის მიმდინარე ურთიერთობებზე და დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობაზე საქართველოში. დასწრება თავისუფალია.
8 აპრილი ერთდღიანი ტური ბაზალეთზე 8 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი კლუბი სოციალური განვითარების აკადემია (SUA) გთავაზობთ ექსკურსიას ბაზალეთის ტბაზე.
18-18 აპრილი16:30 საჯარო ლექცია"გლობალური ჯანმრთელობის პოლიტიკა და ადამიანური რესურები: ექთნების როლი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. სპიკერი სანდრა ელისაბედ რულოვსი გლობალური ჯანმრთელობის პოლიტიკა და ადამიანური რესურები: ექთნების როლი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში Global health policy & Human Ressources: role of nurses in public health
24 აპრილი საჯარო ლექციას თემაზე: „ჟოზე სარამაგოს რომანი - იესოს სახარება 24 აპრილს, ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტი უმასპინძლებს საჯარო ლექციას თემაზე: „ჟოზე სარამაგოს რომანი - იესოს სახარება“. ლექციას წაიკითხავს მწერალი, რეჟისორი და მთარგმნელი ბ-ნ მიხეილ ანთაძე, რომელმაც თარგმნა ნობელის პრიზის ლაურეატი პორტუგალიელი მწერლის - ჟოზე სარამაგოს რომანი „იესოს სახარება. ლექციის ძირითადი თემა სწორედ ეს რომანია და ასევე მწერლის სხვა ნამუშევრები. შეგახსენებთ, რომ მიხეილ ანთაძე არის 1987 - მონტე-კარლოს საერთაშორისო ფესტივალის "მთვარის გლობუსი - ის" გრან-პრის მფლობელი.
25 აპრილი საჯარო ლექცია თემაზე: „ქალი მსოფლიო ლიტერატურაში“ საჯარო ლექცია თემაზე: „ქალი მსოფლიო ლიტერატურაში“ სპიკერი - მწერალი, ქ-ნ თამთა მელაშვილი (დასწრება თავისუფალია) საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია #116 დრო: 16:00 სთ
27 აპრილი საჯარო ლექცია თემაზე: „თანაგრძნობა თანამედროვე მსოფლიოში“ საჯარო ლექცია თემაზე: „თანაგრძნობა თანამედროვე მსოფლიოში“ სპიკერი - სცენარისტი, ბ-ნ აკა სინჯიკაშვილი (დასწრება თავისუფალია) საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია #116 (საათი ზუსტდება და უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ)
28 აპრილი „ფერწერის არსი“ - რადიშ თორდიას საჯარო ლექცია 28 აპრილს 14:00 საათზე საქართველოს უნივერსიტეტი უმასპინძლებს მხატვარ რადიშ თორდიას საჯარო ლექციას „ფერწერის არსი“. რადიშ თორდია მიეკუთვნება XX საუკუნის სამოციანელთა პლეადას. მიუხედავად იმისა, რომ 60-იანი წლების მხატვართა თაობამ იწვნია საბჭოური დოგმატიზმის მძლავრი ნაკადი, რომელიც მკაცრად ახშობდა ინდივიდუალიზმის ყოველგვარ გამოვნელას, რადიშ თორდიამ და მისმა მეგობრებმა შეძლეს მნიშველოვანი როლი ეთამაშათ შექმნილი ვითარების გადალახვასა და ახალი ტენდეციების დამკვიდრებაში. ფერწერული ნამუშევრების გარდა მის ხელს ეკუთვნის ყველასათვის ცნობილი ქ. თბილისის მეტროპოლიტენის სადგურის „პოლიტექნიკური“ პანოების ესკიზები სახელწოდებით- „ახალგაზრდობა“ (1) შრომა და სწავლა; გასასვლელი ტექნიკური უნივერსიტეტის მხარეს. (2) ხელოვნება და სპორტი; გასასვლელი ბუკიას ბაღთან.
28 აპრილი Project NP საქართველოს უნივერსიტეტის ახალი სტუდენტური თვითმმართველობა წარმოგიდგენთ გრანდიოზულ ივენთს - Project NP. 28 აპრილს გელოდებათ: მეტი გართობა, მეტი პოზიტივი, მეტი განტვირთვა.
28 აპრილი Project NP საქართველოს უნივერსიტეტის ახალი სტუდენტური თვითმმართველობა წარმოგიდგენთ გრანდიოზულ ივენთს - Project NP. 28 აპრილს გელოდებათ: მეტი გართობა, მეტი პოზიტივი, მეტი განტვირთვა.
28 აპრილი Project NP საქართველოს უნივერსიტეტის ახალი სტუდენტური თვითმმართველობა წარმოგიდგენთ გრანდიოზულ ივენთს - Project NP. 28 აპრილს გელოდებათ: მეტი გართობა, მეტი პოზიტივი, მეტი განტვირთვა.
28 აპრილი Project NP საქართველოს უნივერსიტეტის ახალი სტუდენტური თვითმმართველობა წარმოგიდგენთ გრანდიოზულ ივენთს - Project NP. 28 აპრილს გელოდებათ: მეტი გართობა, მეტი პოზიტივი, მეტი განტვირთვა.
30 აპრილი ერთ დღიანი ტური ბატეთის ტბაზე საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ბატეთის ტბაზე - კვირას , 30 აპრილს. მოვინახულებთ : • ყინწვისის სამონასტრო კომპლექსს • ბატეთის ტბას • ბატეთის ტბისკენ მიმავალ ფეხით გასავლელ წიწვნარ-წიფლნარით შემოსილ ულამაზეს გზას ფეხით გასავლელი მანძილი 5 კილომეტრი სირთულე: საშუალო ტურის ღირებულება შეადგენს 15 ლარს ღირებულებაში შედის: • მგზავრობა კომფორტული მიკრო ავტობუსით • ფოტო გადაღება • დაუვიწყარი მოგონებები თქვენ ჩვენგან კვება - ინდივიდუალურად ( ყველას მოგვაქვს საკვები ჩვენთვის ) ტურის დროს დაგჭირდებათ: • საწვიმარი (ყოველი შემთხვევისთვის) • მოსახერხებელი ფეხსაცმელი • მცირე ზომის ზურგჩანთა • სალაშქრო ჯოხი განტვირთვისთვის წამოვიღოთ პარალონები დავტკბეთ ტბის ხედით, დავანთოთ კოცონი - ვინც უკრავთ/მღერით წამოიღეთ თქვენი ინსტრუმენტები (თანხის მოტანა შეგიძლიათ 111-ე ოთახში 12:00-დან 19:00-მდე პარასკევის ჩათვლით) მსურველებმა აუცილებელია გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე : https://goo.gl/4X6zoI შეკრების დრო 30 აპრილი 8:00 სააკაძის მოედანი არ დააგვიანოთ, ერთად გავატაროთ კიდევ ერთი ლამაზი დღე ულამაზეს ადგილას


ორ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ