ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტში მასწავლებელთა ერთწლიანი პროგრამაზე 2022-2023 სასწავლო წელზე ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის დადგენის შესახებ

სასერთიფიკატო კურსები

საქართველოს უნივერსიტეტში მასწავლებელთა ერთწლიანი პროგრამაზე 2022-2023 სასწავლო წელზე ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის დადგენის შესახებ.
  1. მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდების შედეგების საფუძველზე, საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით, მასწავლებლობის კანდიდატი ვალდებულია:
  • ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდა კრიტიკულ წერასა და აზროვნებაში და ინგლისურ ენაში(თუ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით არ უდასტურდება ინგლისური ენის ცოდნა).
კრიტიკულ წერასა და აზროვნებაში წერითი გამოცდა ჩატარდება 26 სექტემბერს, 10:00 საათზე 407 აუდიტორიაში.
  • გამოცდების შედეგების მიხედვით გამოვლინდება იმ კანდიდატთა სია, რომლებიც დაფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა  ინგლისური ენის ფლობა B 1/2დონეზე. ენის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს შეიძლება წარმოადგენდეს  დიპლომის  დანართი, რომელშიც მითითებულია უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენა ან ,ასეთის არარსებობის შემთხვევაში,  საუნივერსიტეტო გამოცდა ენის  ცოდნის დასადასტურებლად.
  • მიმართულებები: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ისტორია, ფიზიკა, მათემატიკა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
  1. მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდების შედეგების საფუძველზე, მასწავლებელთა ერთწლიან პროგრამაზე მასწავლებელთა ჩარიცხვის მიზნით ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდეს 19 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით.
  2. ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდეს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 11:00-დან 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. 77, IV სასწავლო კორპუსი, V სართული, სასწავლო ოფისი.
  3. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად მასწავლებელი ვალდებულია წარმოადგინოს:
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ელ-ვერსია დისკზე ჩაწერილი Jpg ფორმატში;
  • ცნობა კომპეტენციის დადასტურების ზღვარის გადალახვის შესახებ; (საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით).
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ელ-ვერსია დისკზე ჩაწერილი);
  • ბაკალავრის დიპლომის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი და ელ-ვერსია დისკზე ჩაწერილი Jpg ფორმატში;
  • 1 ფოტოსურათი (3X4) და ელ-ვერსია დისკზე ჩაწერილი Jpg ფორმატში;
  • შეავსონ სააპლიკაციო ფორმა უნივერსიტეტში.
  1. სარეგისტრაციო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონულ მატარებელზე (CD-ზე ჩაწერილი).
  2. უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა ჩატარდეს 16 სექტემბერს, 10:00 საათზე, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. 77, IV სასწავლო კორპუსში, ოთახი #-407.
  3. აკადემიური რეგისტრაციის ვადად განისაზღვროს 19– 23 სექტემბერი.

გისურვებთ წარმატებებს!






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი