ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ხარისხის უზრუნველყოფა

ხარისხის შიდა უზრუნველყოფა

საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება:

საგანმანათლებლო პროგრამის დებულების მიხედვით, შესაძლებელია ორი სახის პროგრამის არსებობა, კერძოდ:

  • პროგრამები, რომლებიც კონკრეტულ კომპეტენციის ცენტრში ანუ სკოლაში იქმნება და მიმდინარეობს
  • პროგრამები, რომლებიც იქმნება და ხორციელდება დამოუკიდებელი საავტორო პროგრამის სახით (დსპ).

 ორივე სახის პროგრამის შემთხვევაში (იქნება ეს ახალი თუ უკვე არსებული პროგრამა), იქმნება პროგრამის განვითარების საბჭო (პგს).

საგანმანათლებლო პროგრამის დებულების მიხედვით, პგს არის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი, რომელიც  პროგრამის შინაარსობრივ მხარეზეა პასუხისმგებელი.  დებულების თანახმად, პროგრამის განვითარების საბჭოს წევრებად შეირჩევიან პირები, ვინც პროგრამის შინაარსობრივი და სხვა ფორმალური საკითხების უზრუნველყოფას შეძლებენ.

სკოლის პროგრამების შემთხვევაში პროგრამის განვითარების საბჭო კომპლექტდება სკოლის საბჭოს მიერ, ხოლო დსპ-ს შემთხვევაში დსპ-ს დამფუძნებელი საბჭოს მიერ. როგორც დამოუკიდებელი საგანმანათლებლო პროგრამის, აგრეთვე სკოლაში შემავალი პროგრამის განვითარების საბჭოების მუდმივმოქმედი წევრები არიან:

  • პროგრამის ხელმძღვანელი
  • ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
  • აკადემიური პერსონალი
  • დამსაქმებელი
  • სტუდენტი.

პროგრამის ინდივიდუალური სპეციფიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით, დებულებით გათვალისწინებულია წევრების დამატების შესაძლებლობაც.

პროგრამის განვითარების საბჭოზე საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების შემდეგ, ის ანალიზისათვის ეგზავნება საქართველოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, რომელიც ახდენს პროგრამისა და მისი თანდართული დოკუმენტების შეფასებას. შეფასების შემდეგ  სამსახური იღებს გადაწყვეტილებას პროგრამა გავიდეს თუ არა განსახილველად პროგრამის აკრედიტაციის საბჭოზე (პას). პროგრამის აკრედიტაციის  საბჭო უფლებამოსილია გადაწყვიტოს პროგრამა უნდა დამტკიცდეს თუ არა.

საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება:

არსებული პროგრამების სრულყოფა და განვითარება არის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უმნიშვნელოვანესი საქმე, რომელსაც სამსახური ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამის დებულების საფუძველზე.

პროგრამის შეფასება ხდება კოლეგიალურად პროგრამის განვითარების საბჭოს მიერ. ამისათვის გამოიყენება  შედეგების შეფასების როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი მექანიზმები.

პირდაპირი მექანიზმებით პროგრამის შედეგების შეფასება  არანაკლებ 1 წელიწადში ერთხელ, ხოლო არაპირდაპირი მექანიზმებით პროგრამის შედეგების შეფასება არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ ხორციელდება.

პროგრამის შედეგების პირდაპირი და არაპირდაპირი შეფასებისთვის საბჭო გაზომვად ინსტრუმენტებს იყენებს.

პროგრამის განვითარების საბჭო, შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აკეთებს ანალიზს და  ოქმის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას პროგრამის მოდიფიკაციისთვის.

პგს-ს გადაწყვეტილების საბოლოო განხილვა ხდება პას-ზე.

პროგრამის აკრედიტაციის საბჭო (პას)-ს შემადგენლობაში შედიან ცენტრალური ხარისხის და ფაკულტეტის ხარისხის წარმომადგენლები და პროგრამის ხელმძღვანელი, რომლის პროგრამის საკითხიც გადის განსახილველად. პას თუ განხილვის დროს დაადგენს, რომ პროგრამას აქვს განსაკუთრებული სირთულე ან მის შესაფასებლად თუ შესასწავლად საჭიროა სპეციალური ცოდნა, საბჭო უფლებამოსილია მოიწვიოს ექსპერტები. ექსპერტები შეუძლია შეარჩიოს როგორც უნივერსიტეტიდან, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ. პას ადგენს ექსპერტების მოწვევის საჭიროებას და პას არის ვალდებული თავად განსაზღვროს თუ რა კრიტერიუმებით უნდა იყოს შერჩეული ექსპერტები. პას არის დამოუკიდებელი საბჭო და მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეული, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს პროგრამების მოდიფიცირებასთან ან შემუშავებასთან დაკავშირებით.







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი