ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

შრომის უსაფრთხოების პროგრამა

საქართველოს უნივერსიტეტის

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამები

საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონის თანახმად, ყველა ორგანიზაცია ვალდებული გახდა, ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. თქვენ შეგიძლიათ სულ რამდენიმე კვირაში შეიძინოთ ეს პროფესია და გახდეთ ყველაზე მოთხოვნადი კადრი შრომის ბაზარზე.

პროგრამები შემუშავებულია საქართველოს უნივერსიტეტისა და ფორმულა ედუქეიშენის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. ყველა პროგრამას მინიჭებული აქვს აკრედიტაცია შრომის ინსპექციის მიერ.

პროგრამის განხორციელების ადგილი: კოსტავას ქ. №77 (სააკაძის მოედანი), თბილისი, საქართველოს უნივერსიტეტი.

პროგრამის ხელმძღვანელი: თამარ კერძაია

E-mail: labor.safety@ug.edu.ge

ტელ: 032 2 152005; +995 599 209282

 

ვის შეუძლია ისწავლოს პროგრამებზე?

პროგრამებზე სწავლის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ, პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ პირს.

ვინ არიან პროგრამის ლექტორები და ტრენერები?

პროგრამის ტრენერები და ლექტორები არიან დარგის წამყვანი სპეციალისტები და საერთაშორისო ექსპერტები, ასევე, შრომის კანონმდებლობის შემუშავებაში უშუალოდ ჩართული პირები.  ყველა მათგანი ოფიციალურადაა სერტიფიცირებული შრომის ინსპექციის მიერ.

როგორ გარემოში ხდება სწავლება?

აუდიტორიები აღჭურვილია ყველა სათანადო ინვენტარით, შექმნილია სასწავლო პროცესისათვის კომფორტული და თანამედროვე გარემო, უზრუნველყოფილია მსმენელთა უსაფრთხოება, სწავლებისათვის საჭირო ლიტერატურა და ლიტერატურის გაცნობისთვის კომფორტული სივრცეები. გარემო სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, თითოეულ მსმენელს გადაეცემა სწავლებისთვის საჭირო აღჭურვილობა.

როგორ ხდება სწავლება?

თეორიული კომპონენტების სწავლება ხდება უნივერსიტეტში თანამედროვე, ინტერაქციული მეთოდების გამოყენებით.

პრაქტიკული კომპონენტების სწავლება კი, ხდება უშუალოდ პრაქტიკის ობიექტებზე, დარგის წამყვან კომპანიებში (“ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია”, „კავკასპაკ“, „დიო” და სხვ.). მსმენელები სწავლების დროს, უშუალოდ საწარმოო პროცესში ახორციელებენ საფრთხეების იდენტიფიცირებას, რისკების შეფასებასა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას.

როგორია შეფასების სისტემა?

პროგრამის გავლის შემდეგ, პროგრამის მსმენელი ფასდება შემაჯამებელი გამოცდის მეშვეობით უშუალოდ იმ საგამოცდო მასალით, რომლითაც ჩააბარებს საბოლოო სასერტიფიკატო გამოცდას. შემაჯამებელი შეფასების მინიმალური ზღვარია   61%.

საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების შემდეგ პროგრამებს:







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი