ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა

Responsive image

საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ცხადდება სასტიპენდიო პროგრამა ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დასაფინანსებლად.

საბაკალავრო პროგრამები

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ერთწლიან დაფინანსებას საქართველოს  უნივერსიტეტის (UG) შემდეგი მიმართულების სტუდენტებისთვის:

  • ბიზნეს ანალიტიკა (ინგლისურენოვანი)
  • კომპიუტერული ინჟინერია
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები
  • არქიტექტურა
  • სამართალმცოდნეობა

შესარჩევი კონკურსი

სასტიპენდიო პროგრამაში ჩასართავად და დაფინანსების მისაღებად შესაბამისმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ წინასწარ გამოცხადებული შესარჩევი კონკურსი, რომლის ფარგლებშიც შეფასდება აპლიკანტების მოტივაცია, აკადემიური მოსწრება და არაფორმალური აქტივობები.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზემოთ ხსენებული პროგრამების სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • არიან საქართველოს მოქალაქეები
  • არიან პირველი, მეორე ან მესამე კურსის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები 
  • აქვთ 3.0-ზე მაღალი GPA
  • აქტიურად მონაწილეობენ შიდა საუნივერსიტეტო ღონისძიებებში

კონკურსის შესარჩევი ეტაპები:

I ეტაპი განაცხადების გადარჩევა

II ეტაპი გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან UG-ისა და BOG-ის წარმომადგენლებთან ერთად

კონკურსის ჟიური იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში კონკურსანტებთან დამატებით დაინიშნოს გასაუბრება.

ელექტრონული რეგისტრაცია

2024-25 სასწავლო წლის სტიპენდიებზე განაცხადების მიღების თარიღთან დაკავშირებით, თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს.







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი