საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სანიტარული ჰიგიენის მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები
- უნივერსიტეტის სანიტარული ჰიგიენის პოლიტიკის განსაზღვრა
- უნივერსიტეტის სანიტარულ-ჰიგიენურ სტანდარტების დაცვის კრიტერიუმების ჩამოყალიბება
- უნივერსიტეტში სანიტარულ-ჰიგიენურ სტანდარტების კონტროლი
- დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ზედამხედველობა
- დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების სწავლების პროცესს წარმართვა
- სანიტარული შეუსაბამობების აღწერა და მათ უმოკლეს ვადებში გამოსწორებაზე ზრუნვა
- უნიერსიტეტის სანიტარულ-ჰიგიენური ინვენტარის და ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა
კვალიფიკაცია
- ბაკალავრის ხარისხი (სასურველია)
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების ცოდნა
- საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობა
- მონიტორინგისა და კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- კრიტიკული აზროვნება
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
სამუშაო პირობები
ფიზიკური მოთხოვნები: აღნიშნული პოზიცია მოითხოვს პიროვნებისან სამუშაო დროის დიდი ნაწილის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გატარებას, სველი წერტილების პერიოდულ დათვალიერებას.
სამუშაო დრო: 8 საათი დღეში (1 საათი შესვენება), ორშაბათი-პარასკევი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ რეზიუმე 21 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელ- ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge . სათაურის ველში მიუთითეთ: სანიტარული ჰიგიენის მენეჯერი.
საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტი თანამშრომელს აერთიანებს.
ჩვენს პერსონალს ვთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
- ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
- უსაფრთხო სამუშაო გარემოს
- უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერს: https://ug.edu.ge/public/