ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა
1.1 ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
*განსაკუთრებული მოთხოვნა - ლექციის ინგლისურ ენაზე წაკითხვის უნარი.
სამართლის სკოლა
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით (1 ვაკანსია);
წარმოსადგენი დოკუმენტებია:
- განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი
- საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- რეზიუმე (არაუმეტეს 80 სიტყვისა);
- ფოტოსურათი (ზომით 3X4);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
- ცნობა პედაგოგიური/სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;
- სამოტივაციო წერილი;
- ორი სარეკომენდაციო წერილი;
- საგნის სილაბუსი;
- გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა. წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების ასლები);
- წარმოსადგენია საბუთების ნაბეჭდი და ელექტორნული ვერსიები.
- წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდეს შემდეგი წესით:
3.1 ძირითადი კრიტერიუმებია:
ა) აკადემიური ხარისხი. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. ასოცირებული პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) სამეცნიერო ნაშრომები;
3.2 დამატებითი კრიტერიუმებია:
ა) სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
ბ) სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;
გ) სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები - ბოლო 5 წლის განმავლობაში;
დ) პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა;
* საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საჯარო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე.
- საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2015 წლის 16-დან 17 აპრილის ჩათვლით, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77, IV კორპუსი, ოთახი №516.
- კონკურსი ჩატარდება 2015 წლის 20 აპრილს.
- საონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე - 2014 წლის 22 აპრილი.
- კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ug.edu.ge 2014 წლის 24 აპრილს.