გიწვევთ მანანა სანაძის ახალი წიგნის „ბებოს ზღაპრების“ პრეზენტაციაზე 23 ივნისს, 18:00 საათზე.


წიგნი საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა. მანანა სანაძე ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია, როგორც უამრავი სამეცნიერო ნაშრომის, წიგნისა და სახელმძღვანელოს ავტორი. ეს კი მისი დებიუტია საბავშვო ლიტერატურაში.

წიგნი გამოიცემა სამ სერიად, საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ. თითო სერიაში შედის 5 ზღაპარი და განკუთვნილია 5-10 წლამდე ბავშვებისათვის.

პირველ წიგნში პატარა მკითხველი გაეცნობა თუ რა ძვირად დაუჯდა პომიდორას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და გადასასვლელზე უყურადღებობა; როგორ გახდა პატარა მსხალა სახელგანთქმული მუსიკოსი; როგორ დაძლია ღორმუცელა ფორთოხალამ ტორტის ერთიანად შესანსვლის ცდუნება და ტორტი ხელუხლებლად შეუნახა მეგობრებს; როგორ გაატარა თავისი არდადაგები პატარა კვახუნამ ბებია კვახასთან სოფელ კიტროვანში; როგორ დაიხსნეს კარტოფილამ, ფორთოხალამ, ხახვამ და სხვებმა დელფინები ბოროტი შავხელას ტყვეობიდან.

პრეზენტაცია გაიმართება 23 ივნისს 18:00 საათზე.

მისამართი:
კოსტავას ქ. 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, 5 სართული, 519 ოთახი.