სტიპენდია


დაფინანსება საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე

საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამა აცხადებს სტიპენდიას საქართველოს მოქალაქე და საერთაშორისო სტუდენტებისთვის.

საქართველოს მოქალაქეებისთვის სწავლის საფასური შეადგენს წელიწადში 5000 ლარს. 2017/2018 სასწავლო წელს ჩარიცხულ სტუდენტებს შეუძლიათ თითოეულ წელს ისარგებლონ  1000 ლარიანი სტიპენდიით და გადაიხადონ წელიწადში 4000 ლარი.

საერთაშორისო სტუდენტებისთვის სწავლის საფასური შეადგენს წელიწადში 4000 აშშ დოლარს. 2017/2018 სასწავლო წელს ჩარიცხულ სტუდენტებს შეუძლიათ თითოეულ წელს ისარგებლონ  1000 აშშ დოლარიანი სტიპენდიით და გადაიხადონ წელიწადში 3000 დოლარი.