სამეცნიერო მოხსენება კიოლნის უნივერსიტეტში


19 ივლისს, კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის პროცესის ინსტიტუტში,  გაიმართა სამეცნიერო მოხსენება, სადაც მოხსენებით წარსდგა საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ბ-ნ  ბაჩანა ჯიშკარიანი. მოხსენების თემა იყო - „საჯაროობის პრინციპი და უდანაშაულობის პრეზუმფცია ქართულ სისხლის სამართლის პროცესში“.  

აღნიშნული მოხსენება ჩატარდა კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის პროფესორის, ბ-ნ მარტინ ვასმერის მიწვევით.