გამოსაშვები ცერემონიალი 2017


21 ივლისს, საქართველოს უნივერსიტეტმა 2017 წლის კურსდამთავრებულების გრანდიოზულ ცერემონიალს უმასპინძლა.

გარდა ოფიციალური ნაწილისა, საღამო გამოირჩეოდა საპატიო სტუმრებით, კონცერტით, ახალგაზრდა შემსრულებლების - თამარ ედილაშვილის, გრიგოლ ყიფშიძის და ასევე, მუსიკალური ბენდის - ,,Jam Station“ - ის მონაწილეობით.

2017 წლის კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის აკადემიური დასის გენერალურმა დირექტორმა ქ-ნ ნინო სუხიშვილმა.  აღსანიშნავია, რომ ქალბატონმა ნინომ კურსდამთავრენულებს საჩუქარი გაუკეთა და აუდიტორიის წინაშე საცეკვაო ნომრით წარსდგნენ სუხიშილები.

წელს, საქართველოს უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება ქართველ პიანისტს, ქ-ნ ხატია ბუნიათიშვილს მიანიჭა.

წლევანდელი ღონისძიება გამოირჩეოდა იმითაც,რომ საქართველოს უნივერსიტეტმა დააჯილდოვა კონსტანტინე ბზიკაძე, როგორც ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებული. მას გადაეცა 2 დღიანი ტური კახეთში -  შატო მერეს სასტუმროში.  

საღამო  ულამაზესი ფოიერვერკითა და ქუდების აყრით დასრულდა.