საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 2017 წლის საველე არქეოლოგიური სამუშაოები წარმატებით დაასრულა


საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 2017 წლის საველე არქეოლოგიური სამუშაოები წარმატებით დაასრულა. აღმოჩნდა დღემდე უცნობი უძრავი ობიექტები და სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური მასალა. არქეოლოგიური მასალა გადატანილია საქართველოს უნივერსიტეტში. ლითონის არტეფაქტები საკონსერვაციოდ მზადდება და გადაეცემა საქართველოს ეროვნული მუზეუმის რესტავრაცია-კონსერვაციის განყოფილებას.

ასევე დასრულდა ექსპედიციის სამეცნიერო ანგარიში, სადაც წარმოდგენილია მულტიდისციპლინარული კვლევის შედეგები. ანგარიში ინახება საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის, ანთროპოლოგიისა და ხელოვნებათმცოდნეობის დეპარტამენტში. ასევე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს არქივში.