UG Startup Talks


1 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის UG Startup Factory - ს ორგანიზებით პროექტის „UG Startup Talks“-ის  ფარგლებში გაიმართა   რიგით მესამე ღონისძება თემაზე „სტარტაპიდან-წარმატებულ ბიზნესამდე“,  სადაც მოწვეული სტუმარი იყო ტრენერი, მეწარმე და საერთაშორისო კომპანია ACT-ის დამფუძნებელი ქ-ნ თინათინ რუხაძე.

ქ-ნ თინათინმა UG Startup Talks-ის სტუმრებს უამბო, თუ როგორ გაჩნდა იდეა და როგორ აქცია იდეა წარმატებულ ბიზნესად.  მან ასევე, სტუდენტებს გაუზიარა თავის გამოცდილება და მისცა რჩევები.