,,საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრი და უახლესი აღმოჩენები სამშვილდედან“



14 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრის  დირექტორმა, პროფ. დავით ბერიკაშვილმა ირანის არქეოლოგიის ინსტიტუტის მიწვევით ირანის ეროვნული მუზეუმის საკონფერნციო დარბაზში  გამართა პრეზენტაცია თემაზე: ,,საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრი და უახლესი აღმოჩენები სამშვილდედან“.
 
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ცენტრის პრიორიტეტული მიმართულებები, განხორციელებული პროექტები და სამშვილდის ნაქალაქარის არქეოლოგიური კვლევის უახლესი შედეგები. შეხვედრა დასრულდა  დისკუსიით ქართულ და ირანული არქეოლოგიური მემკვიდრეობის საკითხების შესახებ.