სემინარი: "გათხრების დროს მოპოვებული ძვლოვანი ნაშთები და სქესის/ასაკის განსაზღვრა მათი მეშვეობით"


2 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრის მოწვევით გერმანელმა არქეოლოგმა და ანთროპოლოგმა დოქტორმა კირსტინ ფუნკემ გამართა სემინარი - ,,გათხრების დროს მოპოვებული ძვლოვანი ნაშთები და სქესის/ასაკის განსაზღვრა მათი მეშვეობით’’.

სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის სპეციალობის 2-4 კურსის სტუდენტები, პრაქტიკულ მასალად გამოყენებული იქნა სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 2016-2017 წლებში მოპოვებული ანთროპოლოგიური ნაშთები.