UG Startup Talks


საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის - Startup Factory-ის ორგანიზებით 6 დეკემბერს, გაიმართება ყოველკვირეული ღონისძიება UG Startup Talks, რომლის ფარგლებში მოწვეული იქნებიან სტარტაპები
UG Startup Talks-ის სპიკერები იქნებიან:

• Cnick - კნიკი ეს არის სტარტაპი, რომელიც მიზნად ისახავს მომხარებლებს გაუმარტივოს სისტემებთან ურთიერთობა. ის არის ჭკვიანი ბეჭედი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა იდენტიფიკაციის საშუალებებს - საშვებს, ბარათებს, ბილეთებს და ასე შემდეგ. შედეგად კი, დროთაგანმავლობაში, სრულიად ჩაანაცვლებს ჩვენს საფულეს.
• Giffer - სტარტაპი, რომელმაც შექმნა მოძრავი ფოტოების გადამღები მოწყობილობა და ვებ-პლატფორმა, საქართველოში პირველად 2015 წელს. Giffer მომსახურებას თავაზობს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს და ამ ეტაპზე წარმოდგენილია საქართველოს, უკრაინის და ყაზახეთის ბაზრებზე.
• Bubblestack - სტარტაპი, რომელმაც შექმნა ჰიდროპონიკული სათბურის ავტომატური სისტემა. აღნიშნული სისტემა საშუალებას იძლევა მიწისა და მზის ენერგიის გარეშე მოვიყვანოთ 6 - ჯერ მეტი მოსავალი ვიდრე ტრადიციულ შემთხვევაში.
UG Startup Talks-ზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

თარიღი: 6.12.2017
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია #116
დრო: 19:00 სთ