ისრაელის „სარას ფონდის“ დამფუძნებლის ვიზიტი საქართველოს უნივერსიტეტში


ისრაელის „სარას ფონდი“, „ისრაელის სახლთან“ თანამშრომლობით, სამი წლის განმავლობაში დააფინანსებს საქართველოს უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტების იერუსალიმში - „იად ვაშემის“ ჰოლოკოსტის მუზეუმში - ვიზიტის სრულ ხარჯებს.
ამასთან დაკავშირებით, 2017 წლის 13 დეკემბერს, 14:00 საათზე საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარტამენტი აწყობს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრას „სარას ფონდისა და “ისრაელის სახლის“ დამფუძნებლებთან ბატონ რეუვენ ბენ შემეშთან და ბატონ იციკ მოშესთან.

თარიღი: 13. 12.2017
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია #519
დრო: 14:00 სთ.