სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ყოველწლიური საანგარიშო კონფერენცია


20 დეკემბერს საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის ყოველწლიური საანგარიშო კონფერენცია. წარმოდგენილი იქნება 2017 წლის საველე და კამერალური კვლევის შედეგები.

მოხსენებები:

• დ. ბერიკაშვილი; ი. კუპალი; ალ. მიულერ-ბიენიკი - ,,სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია 2017 წელს’’.
• გ. გრიგოლია - ,,ახლად გამოვლენილი ქვის ინდუსტრია სამშვილდედან“.
• ნ. გაბელაია - ,,ბრინჯაოს ხანის მასალა სამშვილდის უახლესი გათხრებიდან“ .
• ე. ყვავაძე - ,,პალინოლოგიის მნიშვნელობა არქეოლოგიაში სამშვილდის მაგალითზე’’ .
• თ. გაბუნია - ,,მოსაზრება 2017 წელს სამშვილდეში გამოვლენილი ახალი არქიტექტურული ობიექტების შესახებ“.
• ს. ცირამუა - ,,სამშვილდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლებული მობილური აპლიკაცია“.

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი (კოსტავას 77), საკონფერენციო დარბაზი 519
თარიღი: 20 დეკემბერი
დრო: 17:00 სთ