ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს უნივერსიტეტსა და ქარმელის კოლეჯს (ისრაელი) შორის


2017 წლის 14 დეკემბერს საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა დელეგაცია ისრაელიდან: ბატონი აკრამ ჰასონი, რომელიც არის ისრაელის ქნესეთის წევრი კულანუს (ჩვენ ყველა) პარტიიდან და ამავე დროს ქარმელის კოლეჯის პრეზიდენტი, კულანუს პარტიის წევრები, ჟურნალისტები და ისრაელის სახლის დამფუძნებელი ბატონი იციკ მოშე.

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს უნივერსიტეტსა და ქარმელის კოლეჯს (ისრაელი) შორის, რომელსაც ხელი მოაწერეს: საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ქალბატონმა გიული ალასანიამ და ქარმელის კოლეჯის პრეზიდენტმა ბატონმა აკრამ ჰასონმა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს აკადემიური და საგანმანათლებლო აქტივობების განვითარებას: გაცვლითი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები; ერთობლივი კვლევები, სასწავლო კურსები, პროექტები, კონფერენციებიდა  ვორკშოფები, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის, სასწავლო მასალისა და ტექნოლოგიების , სამეცნიერო პუბლიკაციების გაცვლა და ა.შ.