არქეოლოგიის დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში


ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო კომიმტეტის გადაწყვეტილებით საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის, ანთროპოლოგიისა და ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორი დ. ბერიკაშვილი მიწვეულ იქნა არქეოლოგთა ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება 2018 წლის 5 იანვარს, აშშ-ში, ქალაქ ბოსტონში. მოხსენების თემაა ,,საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრი და სამშვილდის ნაქალაქარის არქოლოგიური კვლევები“.
ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტი მსოფლიოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციაა, რომელიც არქეოლოგიის დარგში სხვადასხვა მიმართულების პროექტებს ანხორციელებს. საქართველოს უნივერსიტეტი კი პირველი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ოფიციალურად იქნა მიწვეული.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლებას აშშ-ში და ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტთან ახალი კავშირებისა და კონტაქტების დამყარებას.