,,სამშვილდე“ ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტის ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაზე


2018 წლის 5 იანვარს, ქ. ბოსტონში (აშშ), ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა რიგით 119-ე, ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია, რომელზეც წარდგენილი იქნა საქართველოს უნივერსიტეტის პროექტი - ,,სამშვილდე’’/ძეგლის არქეოლოგიური და ინტერდისციპლინარული კვლევები.

მოხსენება გააკეთა საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის, ანთროპოლოგიისა და ხელოვნების დეპარტამენტის პროფ. დ. ბერიკაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო კვლევის დღევანდელ ეტაპზე არსებული შედეგები, ახლად გამოვლენილი მასალა და პრიორიტეტული მიმართულებები.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის არქეოლოგიის ინსიტუტი ამ სფეროს ერთერთი უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციაა, რომელიც ყოველი წლის დასაწყისში მართავს შემაჯამებელ კონფერენციას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე მსხვილი არქეოლოგიური პროექტებისა და მათი სამეცნიერო შედეგების შესახებ. საქართველოს უნივერსიტეტი კი პირველი ქართული უნივერსიტეტია რომელიც ოფიციალურად იქნა მიწვეული აღნიშნულ ღონისძიებაზე.