საზაფხულო სკოლა გერმანიაში მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის


საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტისა და კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის ინსტიტუტების ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ივლისში საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ გერმანიაში, სპეციალურად მათთვის ორგანიზებულ ერთკვირიან საზაფხულო სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ კიოლნის უნივერსიტეტი პროექტს შიდა გრანტით აფინანსებს და ხარჯების ნახევარს თავად ფარავს. საზაფხულო სკოლა პროფესორ მარტინ ვასმერის ინიციატივით და მხარდაჭერით ხორციელდება.

2016 წელს, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის დაფუძნებით რამდენიმე საერთაშორისო პროექტი უკვე განხორციელდა.