საქართველოს უნივერსიტეტის ტრენინგი გორში


23 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტი გორის რეგიონულ ოფისში აბიტურიენტებისა და მე-11 კლასელებისთვის არგუმენტირებული ესეს წერის მეთოდების შესახებ ტრენინგს გამართავს.

შეხვედრა არგუმენტირებული ესეს სტრუქტურისა და სისტემური გამოყენების შესწავლას დაეთმობა, რაც მონაწილეებს კრიტიკული აზროვნებისა და ეფექტური წერის უნარების განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

ღონისძიებას საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქ-ნ ნანა შავთვალაძე გაუძღვება.

თარიღი: 23.02.18
მისამართი: ქ. გორი, სტალინის ქუჩა 25
დრო: 13:00 სთ