ბათუმში საქართველოს უნივერსიტეტმა რეგიონული ოფისი გახსნა


8 თებერვალს, ქალაქ ბათუმში საქართველოს უნივერსიტეტმა რეგიონული ოფისი გახსნა. აღნიშნულ ოფისში რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ისეთი უფასო სერვისებით, როგორიცაა: იმიტირებული გამოცდები, საჯარო ლექციები, ოლიმპიადები,ღია კარის დღეები, მასტერკლასები და ა.შ.

ოფისი უნივერსიტეტის რექტორმა ბ-ნ კონსტანტინე თოფურიამ ადგილობრივი სკოლის დირექტორებთან და აბიტურიენტებთან ერთად გახსნა.