სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ღონისძიებები ბათუმში


2 მარტს, ბათუმში მდებარე აჭარის რეგიონულ ოფისში საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ გამართა ღონისძიებები: “მცირე PR კამპანიის დაგეგმვა და წარმოება“ და “საჯარო გამოსვლის ტექნიკა“.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო PR- ის სტრატეგიული დაგეგმვის საფუძვლები და კამპანიები. ასევე მონაწილეებს ჩაუტარდათ მასტერკლასი, სადაც გაეცნენ ეფექტური პრეზენტაციის გამართვის ტექნიკას და საჯარო გამოსვლის თანმდევი ნერვიულობის დაძლევის ხერხებს.

ღონისძიებას საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ჟურნალისტიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამის ხელმძღვანელი ქ-ნ ლელი ბიბილაშვილი და საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი, ქ-ნ ნათია კალაძე გაუძღვა