საქართველოს უნივეერსიტეტის სამართლის სკოლა ევროპის სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის წევრი გახდა


საქართველოს უნივერსიტეტი / The University Of Georgia-ის სამართლის სკოლა ევროპის სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA – European Law faculties Association) წევრი გახდა.

ELFA 1995 წელს დაარსდა და მასში ევროპული სამართლის სკოლები არიან გაერთიანებული. ასოციაციის მთავარი მიზანი იურიდიული განათლების განვითარება და მისი ხელშეწყობაა. ELFA კოორდინაციას უწევს ევროპაში იურიდიული განათლების რეფორმებს, ევროპული უნივერსიტეტების თანამშრომლობას და ერთობლივ საგანამანათლებლო პროგრამებზე მუშაობას.