საჯარო ლექცია თემაზე - „წამლები ქალებისათვის - მედიკამენტური თერაპიის თავისებურებები ქალთა პოპულაციაში“


29 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „წამლები ქალებისათვის- მედიკამენტური თერაპიის თავისებურებები ქალთა პოპულაციაში“.

ლექციის ფარგლებში განხილული იყო, გენდერული მედიცინის განვითარების პერსპექტივები, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდის მედიკამენტური მკურნალობის თავისებურებები.

ღონისძიებას ფარმაციის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ქ-ნ ელზა ნიკოლეიშვილი გაუძღვა.