საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლა ქსელური უსაფრთხოების ცენტრის- “Palo Alto Networks Academy-ს“ წევრი გახდა.
აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდება „Palo Alto Networks Academy-ს” ტრენინგები, ინფორმატიკის და ქსელური უსაფრთხოების დარგში.
საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტს საუკეთესო განათლებით და კარიერული წინსვლის რეალური პერსპექტივით უზრუნველყოფს; ეს არის ადგილი, რომელიც ქმნის და გადასცემს ცოდნას; დინამიური საუნივერსიტეტო ცხოვრებითა და საერთაშორისო გარემოთი იგი მოწინავეა საგანმანათლებლო სივრცეში.