ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია


საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებსა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა 2018 წლის 1 ივნისს ატარებს ტრადიციულ ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.

იმუშავებს ისტორიისა და ხელოვნების ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის, ენათმეცნიერების, ქართული და უცხოური ენების, აღმოსავლეთმცოდნეობის, არქიტექტურისა და დიზაინის სექციები.

მონაწილეობის ღირებულება-50 ლარი (რეგისტრაცია, მოხსენების გამოქვეყნება და ლანჩი).

2017 წლის კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ გამოქვეყნებულ მოხსენებათა კრებულს.

კონფერენციას ექნება სტუდენტური სექცია. მონაწილეობა შეუძლიათ მეორე-მეოთხე კურსის სტუდენტებს. ღირებულება სტუდენტებისთვის- 30 ლარი (რეგისტრაცია და მოხსენების გამოქვეყნება). საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დაწესებულია შეღავათი .


განაცხადები მიიღება 14 აპრილიდან 25 მაისის ჩათვლით.
განაცხადს უნდა ახლდეს:

• მომხსენებლის გვარი, სამუშაო ადგილი, პოზიცია;
• მოხსენების სახელწოდება და მოკლე შინაარსი (დაახლოებით 300 სიტყვა ქართულ და ინგლისურ ან ქართულ და შესაბამის უცხოურ ენებზე, შრიფტი Sylfaen , 11, დაშორება 1/5);
• მოთხოვნა აუდიო-ვიზუალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით(პროექტორი, ლეპტოპი და ა.შ.);
• საკონტაქტო ინფორმაცია(ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი);
• გთხოვთ, საკონტაქტო ინფორმაციაში მიუთითოთ მხოლოდ აქტიური ელექტრონული ფოსტა.

ღირებულება-50/30/20 ლარი ა.წ 17 მაისამდე უნდაგადმოირიცხოს ანგარიშის ნომერზე: 22036069 ბაზის ბანკის კოდი: 220101956. (თანხის დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებებში). მხოლოდ მონაწილეობის (მოხსენების გამოქვეყნების გარეშე) მსურველები იხდიან 20 ლარს.


დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე:
599 934 630, 591992949 ან დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით.

განცხადების და მასალის გადმოსაგზავნად გამოუყენეთ ჩვენი კონფერენციის ოფიციალური ელექტორნული მისამართი: conference@ug.edu.ge
(CC-ში ასევე მიუთითეთ ქვემოთ დასახელებული ელექტრონული მისამართები)
Et.gudushauri@ug.edu.ge
tsereteli_manana@yahoo.com