ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლის ღონისძიება ქუთაისში


18 მაისს, ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა ქუთაისში მდებარე იმერეთის რეგიონულ ოფისში გამართავს ერთდღიან ტრენინგს თემაზე- „როგორ შევადგინოთ ინოვაციური ბიზნეს გეგმა“.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან პროცესს, რომელსაც სტარტაპი გადის იდეიდან განხორციელებამდე. აღნიშნული ფორმატი გულისხმობს მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას, ჯგუფურ დავალებებს, გადაწყვეტილების მიღებას და დისკუსიას.
ტრენინგს გაუძღვებიან საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორები და სტარტაპერები.

თითოეულ მონაწილეს საქართველოს უნივერსიტეტი სერტიფიკატს გადასცემს.
ტრენინგზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია:

https://goo.gl/forms/ACMJJF2m698Z1iIn1

თარიღი: 18.05.2018
დრო: 13:00 სთ
ადგილი: ქ.ქუთაისი, ფალიაშვილის 31