საქართველოს უნივერსიტეტმა “Youth in Conservation of Cultural Heritage-ის“ სამეცნიერო ფორუმში მიიღო მონაწილეობა


23-26 მაისს. “YOCOCU” (Youth in Conservation of Cultural Heritage) -ის ორგანიზებით, ქალაქ მატერაში გაიმართა სამეცნიერო ფორუმი, სადაც მონაწილეობა საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაციამ მიიღო.

სამეცნიერო ფორუმი მიზნად ისახავდაახალი კავშირის შექმნას როგორც არქეოლოგებს, ასევე კონსერვატორებს, ხელოვანებს, ისტორიკოსებსა და რესტავრატორებს შორის.

შეხვედრაზე საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა- ქ-ნ გიული ალასანიამ წარადგინა მოხსენება- „არქეოლოგია საქართველოში“.  არქეოლოგიის, ანთროპოლოგიისა და ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორმა- ბ-ნ დავით ბერიკაშვილმა კი დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოს უნივერსიტეტის პროექტი- „სამშვილდე-კვლევის შედეგები, მიზნების გამოწვევები“.

აღსანიშნავია,რომ 2020 წელს “YOCOCU-ს“ მომდევნო პან-ევროპულ კონფერენციას საქართველოს უნივერსიტეტი უმასპინძლებს.