საქართველოს უნივერსტიტეტს სტამბულის მარმარას უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ


4 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის სტომატოლოგიის დეპარტამენტმა უმასპინძლა ქალაქ სტამბულის მარმარას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტის პრეზიდენტს პროფესორ იასემინ ოსკანს და ვიცე პრეზიდენტს, ასოცირებულ პროფესორს ილმაზ უმუთ ასლანს Yilmaz Umut Aslan-ს.

ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა საერთაშორისო ერთობლივი სტომატოლოგიური კონფერენცია რომელიც გაიმართება საქართველოს უნივერსიტეტში შემოდგომაზე.