სანდრა ელისაბედ რულოვსმა საქართველოს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა


2018 წლის 13 ივნისს, სანდრა ელისაბედ რულოვსმა საქართველოს პირველმა ლედიმ 2004-2013 წლებში, საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინგლისურენოვანი პროგრამის თანახელმძღვანელმა, საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარტამენტის მიწვევით, ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: ჰოლოკოსტის ბავშვები: ანა ფრანკი.

ლექციის თემა იყო მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების ტერორის ერთ-ერთი მსხვერპლის - ამსტერდამში მცხოვრები ებრაელი გოგონას ისტორია.

ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები, ასევე, თბილისის #128-ე, 1-ლი ექსპერიმენტული, UG სკოლის ისტორიის მასწავლებლები და მოსწავლეეები.