საქართველოს უნივერსიტეტი დასაქმების ფორუმის- „ჩვენ გეძებთ შენ“ მთავარი მხარდამჭერია


საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით, Studentjob.ge-ისა და HR hub-ის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართება ახალი პროექტი - „ჩვენ გეძებთ შენ“. პროექტის ფარგლებში, საქართველოს 4 რეგიონში: კახეთში, სამეგრელოში, აჭარასა და იმერეთში გაიმართება ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი.

საქართველოს უნივერსიტეტი ქართულ უნივერსიტეტებს შორის ლიდერია დასაქმების უმაღლესი პროცენტული მაჩვენებელით - კურსდამთავრებულთა 93 პროცენტი დასაქმებულია. თუმცა, გარდა საკუთარი სტუდენტებისა, საქართველოს უნივერსიტეტი ორიენტირებულია ზოგადად ახალგაზრდების დასაქმებაზე და მათ პროფესიულ განვითარებაზე.

საქართველოს უნივერსიტეტი დასაქმების ფესტივალზე მრავალმხრივ იქნება წარმოდგენილი. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ უნივერსიტეტის სერვისებს, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს და სპეციალურ შეთავაზებებს.

აგრეთვე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი- “UG Startup Factory”, რომელიც სტარტაპერებს საკუთარი ბიზნეს იდეები განხორციელებაში ეხმარება.