ზუგდიდში საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით დასაქმების ფორუმი- „ჩვენ გეძებთ შენ, გაიმართება“


30 ივლისს, ზუგდიდში საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით, Studentjob.ge-ისა და HR hub-ის ინიციატივითა და ორგანიზებით პროექტ- „ჩვენ გეძებთ შენ-ის“ ფარგლებში გაიმართება დასაქმების ფორუმი.
საქართველოს უნივერსიტეტი დასაქმების ფესტივალზე მრავალმხრივ იქნება წარმოდგენილი. დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ უნივერსიტეტის სერვისებს, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს და სპეციალურ შემოთავაზებებს.

თარიღი: 25.07.2018
დრო: 19:00 სთ
ადგილი: ქ.ზუგდიდი, დადიანების სასახლის ეზო