საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სამშვილდის ციტადელში მონეტების განძი აღმოაჩინა


საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სამშვილდის ციტადელში განძი აღმოაჩინა, რომელიც აერთიანებს მე-12-მე-13 საუკუნეების 250 ერთეულამდე ქართულ და უცხოურ მონეტას.
განძში მეფე გიორგი III და მეფე ლაშა IV გიორგის მონეტების გვერდით წარმოდგენილია თამარ მეფის მონეტა წარწერით: „დედოფალი დიდებული, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტი პირველია სხვა ქართულ უნივერსიტეტებს შორის, რომლის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სისტემატიური არქეოლოგიური კვლევების შედეგად მონეტების ასეთი ღირებული კოლექცია აღმოაჩინა.