საქართველოს უნივერსიტეტში ახალი საუნივერსიტეტო Start up აქსელერატორი შეიქმნა


საქართველოს უნივერსიტეტში სტარტი აიღო საუნივერსიტეტო Start up აქსელერატორმა, რომელიც ხორციელდება საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს მხარდაჭერით.

Start up აქსელერატორში ჩაერთო უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული 6 გუნდი, რომლის წევრებიც გაივლიან გადამზადებას და ექნებათ შესაძლებლობა წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეები ინვესტორების წინაშე და მიიღონ მონაწილეობა “Start up საქართველოში“, სადაც შანსი ექნებათ მოიპოვონ დაფინანსება 50,000-100,000 ლარის ფარგლებში.